▓▓ მეწარმე ქართველი ▓▓

وضعیت
موضوع بسته شده است.

☾♔TALAYEH_A♔☽

کاربر نگاه دانلود
کاربر نگاه دانلود
عضویت
2017/05/18
ارسالی ها
35,488
امتیاز واکنش
104,218
امتیاز
1,376
მცირეწლოვან ბავშვებს გრამატიკის წესების სწავლა შეუძლიათ
ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. ისინი ასევე ძალიან სწრაფად სწავლობენ! მაგრამ ჯერ კიდევ გამოსაკვლევია, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები. სწავლის პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს. ბავშვები ვერ ამჩნევენ, როდესაც სწავლობენ. მიუხედავად ამისა, მათ ყოველდღიურად უფრო მეტი შეუძლიათ. ეს აშკარაა ენების შემთხვევაშიც. ჩვილებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ტირილი შეუძლიათ. რამდენიმე თვის ასაკში მათ მოკლე სიტყვების თქმა შეუძლიათ. მერე ამ სიტყვებისგან წინადადებები იქმნება. საბოლოოდ ბავშვები მშობლიურ ენაზე ლაპარაკს იწყებენ. სამწუხაროდ, მოზრდილების შემთხვევაში ასე არ ხდება. მათ სწავლისთვის წიგნები ან სხვა მასალა სჭირდებათ. მათ მხოლოდ ასე შეუძლიათ, მაგალითად, გრამატიკის სწავლა. თუმცა, ჩვილები გრამატიკას ჯერ კიდევ ოთხი თვის ასაკში სწავლობენ! მკვლევარებმა გერმანელ ჩვილებს უცხო ენის გრამატიკის წესები ასწავლეს. ამისათვის მკვლევარები მათთვის ხმამაღლა უკრავდნენ იტალიურ წინადადებებს. ეს წინადადებები გარკვეულ სინტაქსურ სტრუქტურებს შეიცავდა. ჩვილები სწორ წინადადებებს დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაშიუსმენდნენ. შემდეგ წინადადებებს მათთვის განმეორებით უკრავდნენ. თუმცა, ამჯერად რამდენიმე წინადადება არასწორი იყო. სანამ ჩვილები წინადადებებს უსმენდნენ, ზომავდნენ მათი ტვინის ტალღებს. ამ გზით მკვლევარებს შეეძლოთ განესაზღვრათ, თუ როგორ რეაგირებდა ტვინი წინადადებებზე. და ჩვილებმა ამ წინადადებების მოსმენის დროს აქტივობის სხვადასხვა დონე გამოამჟღავნეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ახლახან გაიგეს ეს წინადადებები, მათ აღრიცხეს შეცდომები. ბუნებრივია, ჩვილებს არ ესმით, თუ რატომ არის ზოგიერთი წინადადება მცდარი. ისინი ორიენტირებას ახდენენ ფონეტიკურ მოდელებზე. ეს კი საკმარისია ენის შესასწავლად - ყოველ შემთხვევაში, ჩვილებისთვის მაინც...
 
  • پیشنهادات
  • ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ესპანური ენა
    ესპანური ენა მსოფლიო ენებს მიეკუთვნება. ის 380 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური ენაა. გარდა ამისა, ესპანურზე, როგორც მეორე ენაზე, უამრავი ადამიანი ლაპარაკობს. ამის გამო ესპანური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენაა დედამიწაზე. ის ასევე ყველაზე გავრცელებულია რომანულ ენებს შორის. ესპანურად მოლაპარაკეები საკუთარ ენას espa&꣩ol-ს ან castellano-ს უწოდებენ. ტერმინი castellano ესპანური ენის წარმომავლობას ამჟღავნებს. ის კასტილიის რეგიონში გავრცელებული დიალექტიდან განვითარდა. ესპანელების უმრავლესობა castellano-ზე ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ლაპარაკობდა. დღეს ტერმინები espa&꣩ol და castellano ურთიერთშენაცვლებით იხმარება. მაგრამ მათ შეიძლება ასევე პოლიტიკური მახასიათებელი ჰქონდეთ. ესპანური დაპყრობების და კოლონიზაციის შედეგად გავრცელდა. ესპანურად ასევე დასავლეთ აფრიკასა და ფილიპინებზე ლაპარაკობენ. მაგრამ ესპანურზე მოლაპარაკე ხალხის უმრავლესობა ამერიკაში ცხოვრობს. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ესპანური გაბატონებული ენაა. თუმცა, ესპანურად მოლაპარაკეთა რაოდენობა აშშ-შიც იზრდება. აშშ-ში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ესპანურად. ეს უფრო მეტია, ვიდრე ესპანეთში! ამერიკული ესპანური ევროპული ესპანურისგან განსხვავდება. ყველაზე მეტი განსხვავებებია ლექსიკონსა და გრამატიკაში. მაგალითად, ამერიკაში განსხვავებული წარსული დროის ფორმა გამოიყენება. ბევრი განსხვავებაა ასევე ლექსიკონში. ზოგიერთი სიტყვა მხოლოდ ამერიკაში გამოიყენება, ზოგიერთი - მხოლოდ ესპანეთში. მაგრამ ესპანური ერთგვაროვანი ამერიკაშიც არ არის. ამერიკული ესპანურის ბევრი განსხვავებული ვარიანტი არსებობს. ესპანური ყველაზე უფრო პოპულარული მეორე ენაა მსოფლიოში ინგლისურის შემდეგ. და მისი სწავლა შედარებით სწრაფად შეიძლება. რას ელოდებით? - &ꢙVamos!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ჟესტებიდან მეტყველებამდე
    როდესაც ვლაპარაკობთ ან ვისმენთ, ჩვენი ტვინი ძალიან დაკავებულია. მან ლინგვისტური სიგნალები უნდა დაამუშაოს. ჟესტები და სიმბოლოებიც ლინგვისტური სიგნალებია. ისინი არსებობდნენ მანამ, სანამ ადამიანი ლაპარაკს დაიწყებდა. ზოგიერთი სიმბოლო ყველა კულტურაში გასაგებია. ზოგიერთის სწავლაა საჭირო. მათი გაგება მხოლოდ შეხედვით შეუძლებელია. ჟესტების და სიმბოლოების დამუშავება ისევე ხდება, როგორც ლაპარაკის. და ისინი ტვინის იმავე უბანში მუშავდება! ეს ახალმა კვლევამ დაადასტურა. მეცნიერებმა ექსპერიმენტის რამდენიმე მონაწილე გამოიკვლიეს. მათ სხვადასხვა ვიდეოკლიპებისთვის უნდა ეყურებინათ. სანამ ისინი კლიპებს უყურებდნენ, მათი ტვინის აქტივობა იზომებოდა. ერთ ჯგუფში კლიპები სხვადასხვა თემაზე იყო გადაღებული. ეს თემები მოძრაობით, სიმბოლოებით და ლაპარაკით იყო გადმოცემული. ექსპერიმენტის მონაწილეთა მეორე ჯგუფი განსხვავებულ ვიდეოკლიპებს უყურებდა. ეს კლიპები უაზრო ვიდეოები იყო. იქ ლაპარაკი, ჟესტები და სიმბოლოები არ იყო. მათ რაიმე მნიშვნელობა არ ჰქონდა. გაზომვის დროს მკვლევარებმა დაინახეს, თუ სად რა მუშავდებოდა. მათ შეეძლოთ ექსპერიმენტის მონაწილეთა ტვინის აქტივობა ერთმანეთისთვის შეედარებინათ. ყველაფერი, რაც აზრიანი იყო, ერთიდაიგივე უბანში ანალიზდებოდა. ამ ექსპერიმენტის შედეგები ძალიან საინტერესოა. ისინი უჩვენებს, თუ როგორ ისწავლა ჩვენმა ტვინმა ენა დროთა განმავლობაში. პირველად ადამიანი ჟესტების საშუალებით ურთიერთობდა. მოგვიანებით ენა განვითარდა. ამიტომ, ტვინს უნდა ესწავლა მეტყველების დამუშავება ისე, როგორც ჟესტების. და როგორც ჩანს, მან უბრალოდ ძველი ვერსიის განახლება მოახდინა...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    როგორ სწავლობს ტვინი გრამატიკას?
    ჩვენი მშობლიური ენის სწავლას ჩვილ ასაკში ვიწყებთ. ეს ავტომატურად ხდება. ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. თუმცა, სწავლის დროს ჩვენ ტვინს ბევრის გაკეთება უხდება. მაგალითად, გრამატიკის სწავლის დროს მას ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი. ის ყოველდღე რაღაც ახალს ისმენს. ის მუდმივად ღებულობს ახალ სტიმულებს. მაგრამ ტვინს არ შეუძლია ყველა სტიმულის ცალკე დამუშავება. მან ეკონომიურად უნდა იმოქმედოს. ამიტომ ის რეგულარობაზეა ორიენტირებული. ტვინი იმახსოვრებს იმას, რაც ხშირად ესმის. ის აღრიცხავს, თუ რამდენად ხშირად წარმოიქმნება ესა თუ ის ინფორმაცია. მერე ამ მაგალითებიდან მას გრამატიკული წესი გამოჰყავს. ბავშვებმა იციან, სწორია წინადადება, თუ არა. თუმცა, მათ არ იციან, თუ რატომ არის ასე. მათმა ტვინმა იცის წესები ისე, რომ ისინი არ უსწავლია. მოზრდილები ენას განსხვავებულად სწავლობენ. მათ უკვე იციან მათი მშობლიური ენის სტრუქტურები. ისინი ქმნიან ბაზისს ახალი გრამატიკული წესებისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ ისწავლონ, მოზრდილებს სწავლება სჭირდებათ. როდესაც ტვინი გრამატიკას სწავლობს, მას ფიქსირებული სისტემა აქვს. ამის დანახვა შეიძლება, მაგალითად, არსებით სახელებით და ზმნებით. ისინი ტვინის სხვადასხვა უბნებში ინახება. ტვინის სხვადასხვა უბნები მათი დამუშავების დროს აქტიურია. მარტივი წესების შესწავლა ასევე რთული წესებისგან განსხვავებულად ხდება. რთული წესების შემთხვევაში ტვინის უფრო მეტი უბანი მუშაობს ერთად. ზუსტად როგორ სწავლობს ტვინი გრამატიკას, ჯერჯერობით გამოკვლეული არ არის. თუმცა, ვიცით, რომ მას თეორიულად გრამატიკის ყველა წესის სწავლა შეუძლია...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    როგორ ვისწავლოთ ორი ენა ერთდროულად
    დღეს უცხო ენები თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება. უცხო ენას ბევრი ადამიანი სწავლობს. მსოფლიოში ბევრი საინტერესო ენა არსებობს. ამიტომ ბევრი ადამიანი რამდენიმე ენას ერთდროულად სწავლობს. ჩვეულებრივ, არ არის პრობლემა, თუ ბავშვი იზრდება, როგორც ორენოვანი. მათი ტვინი ორივე ენას ავტომატურად ითვისებს. უფრო მოზრდილ ასაკში მათ იციან, თუ რა რომელ ენას ეკუთვნის. ორენოვანმა ადამიანებმა იციან ორივე ენის ტიპური თვისებები. მოზრდილებში ეს სხვანაირად ხდება. მათ ორი ენის ერთდროულად სწავლა ასე ადვილად არ შეუძლიათ. ის, ვინც ორ ენას ერთდროულად სწავლობს, გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილოს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ორივე ენის ერთმანეთთან შედარება. ენები, რომლებიც ენების ერთსა და იმავე ოჯახს ეკუთვნის, ხშირად ძალიან გავს ერთმანეთს. ამას შეიძლება მათი აღრევა მოჰყვეს. ამიტომ, გონივრული იქნება ორივე ენის დეტალურად გაანალიზება. მაგალითად, შეგიძლიათ გააკეთოთ სია. ამ სიაში შეგიძლიათ აღრიცხოთ მსგავსებები და განსხვავებები. ამგვარად ტვინი იძულებული ხდება ორივე ენასთან ინტენსიურად იმუშაოს. ის უკეთ იმახსოვრებს, თუ რა განსაკუთრებული თვისებები აქვს თითოეულ ენას. საჭიროა ასევე განსხვავებული ფერების და საქაღალდეების არჩევა თითოეული ენისთვის. ეს ენების მკაფიოდ გამიჯვნაში გვეხმარება. თუ ადამიანი განსხვავებულ ენებს სწავლობს, საქმე სხვაგვარადაა. არ არსებობს ორი ძალიან განსხვავებული ენის აღრევის საშიშროება. ამ შემთხვევაში, არის ამ ენების ერთმანეთთან შედარების საშიშროება. უკეთესი იქნება, თუ ამ ენებს ენის შემსწავლელი თავის მშობლიურ ენას შეადარებს. როდესაც ტვინი ცნობს განსხვავებას, ის უფრო ეფექტიანად ისწავლის. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორივე ენა ერთნაირი ინტენსივობით ისწავლებოდეს. თუმცა, თეორიულად ტვინისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენ ენას სწავლობს...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ევროკავშირის ენები
    დღეს ევროკავშირი 25-ზე მეტი ქვეყნისგან შედგება. მომავალში ევროკავშირში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა იქნება. ახალი ქვეყანა ასევე ახალ ენას ნიშნავს. დღეს ევროკავშირში 20-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ევროკავშირში ყველა ენა თანასწორია. ენების ეს სხვადასხვაობა მომხიბვლელია. მაგრამ მას პრობლემებიც შეიძლება მოჰყვეს. სკეპტიკოსების აზრით, ბევრი ენა წინააღმდეგობას წარმოადგენს ევროკავშირისთვის. ისინი ხელს უშლის ეფექტიან თანამშრომლობას. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს საერთო ენა. ყველა ქვეყანას უნდა შეეძლოს ამ ენაზე ურთიერთობა. მაგრამ ეს ადვილი არ არის. არც ერთი ენის ერთ ოფიციალურ ენად დასახელება არ შეიძლება. სხვა ქვეყნები თავს დამცირებულად იგრძნობენ. ევროპაში კი მართლა ნეიტრალური ენა არ არსებობს... არც ხელოვნური ენა, მაგ. ესპერანტო გამოდგება. რადგან ქვეყნის კულტურა ყოველთვის ენაში აისახება. ამიტომ არც ერთ ქვეყანას არ სურს საკუთარ ენაზე უარის თქმა. ქვეყნები საკუთარი თვითმყოფადობის ნაწილს თავიანთ ენაში ხედავენ. ენობრივი პოლიტიკა ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხია. მულტილინგვალიზმის კომისარიც კი არსებობს. ევროკავშირს ყველაზე მეტი თარჯიმნები და მთარგმნელები ჰყავს მთელ მსოფლიოში. შეთანხმების განსახორციელებლად დაახლოებით 3500 ადამიანი მუშაობს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ყველა დოკუმენტის თარგმნა შეუძლებელია. ეს ძალიან ბევრ დროს მოითხოვს და ძალიან ძვირი იქნება. დოკუმენტების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე ენაზე ითარგმნება. ბევრი ენა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ევროპა უნდა გაერთიანდეს მისი ცალკეული სახელმწიფოების თვითმყოფადობის დაკარგვის გარეშე!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ენა და მათემატიკა
    აზროვნება და ენა ერთნაირად მუშაობს. ისინი ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ლინგვისტური სტრუქტურები გავლენას ახდენს ჩვენს სააზროვნო სტრუქტურებზე. ზოგიერთ ენაში, მაგალითად, არ არის ციფრების აღმნიშვნელი სიტყვები. მოლაპარაკეებს არ ესმით რიცხვების კონცეფცია. ასე რომ, მათემატიკა და ენა გარკვეულწილად ასევე ერთნაირად მუშაობს. გრამატიკული და მათემატიკური სტრუქტურები ხშირად მსგავსია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მათი დამუშავებაც ერთნაირად ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ მეტყველების ცენტრი მათემატიკაზეც არის პასუხისმგებელი. მას შეუძლია ტვინს ანგარიშის წარმოებაში დაეხმაროს. თუმცა ახალი კვლევები სხვა დასკვნამდე მიდიან. ისინი უჩვენებს, რომ ჩვენი ტვინი მათემატიკას მეტყველების გარეშე ამუშავებს. მეცნიერებმა სამი მამაკაცი შეისწავლეს. ექსპერიმენტის ამ მონაწილეებს ტვინები დაზიანებული ჰქონდათ. ამის გამო მეტყველების ცენტრიც დაზიანებული იყო. მამაკაცებს სერიოზული პრობლემა ჰქონდათ მეტყველებასთან დაკავშირებით. მათ აღარ შეეძლოთ მარტივი წინადადებების ფორმულირება. მათ არც სიტყვების აზრი ესმოდათ. მეტყველების ტესტის შემდეგ მამაკაცებს მათემატიკური ამოცანები უნდა გადაეჭრათ. ამ მათემატიკური თავსატეხებიდან რამდენიმე ძალიან რთული იყო. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტის მონაწილეებმა შეძლეს მათი გადაჭრა. ამ კვლევის შედეგები ძალიან საინტერესოა. ისინი უჩვენებს, რომ მათემატიკა არ არის სიტყვებით კოდირებული. შესაძლებელია, ენას და მათემატიკას ერთი და იგივე საფუძველი აქვს. ორივე მუშავდება ერთსა და იმავე ცენტრში. მაგრამ მათემატიკას არ სჭირდება ჯერ სიტყვების ენაზე გადაყვანა. შეიძლება, ენა და მათემატიკა ასევე ერთნაირად ვითარდება... მერე როდესაც ტვინი განვითარებას დაამთავრებს, ისინი დამოუკიდებლად არსებობენ!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ახალგაზრდები ხანდაზმულებისგან განსხვავებულად სწავლობენ
    ბავშვები ენას შედარებით სწრაფად სწავლობენ. მოზრდილებს, ჩვეულებრივ, მეტი დრო სჭირდებათ. მაგრამ ბავშვები არ სწავლობენ მოზრდილებზე უკეთ. ისინი უბრალოდ სხვანაირად სწავლობენ. ენების სწავლის დროს ტვინს ძალიან ბევრის გაკეთება უხდება. მას ბევრი რამის ერთდროულად სწავლა უწევს. როდესაც ადამიანი ენას სწავლობს, მხოლოდ ამ ენაზე ფიქრი საკმარისი არ არის. მან ასევე უნდა ისწავლოს, თუ როგორ თქვას ახალი სიტყვები. ამისათვის სამეტყველო ორგანოებმა ახალი მოძრაობა უნდა აითვისოს. ტვინმა ასევე უნდა ისწავლოს ახალ სიტუაციებზე რეაგირება. უცხო ენაზე კომუნიკაცია გამოწვევაა. თუმცა, მოზრდილები ენებს სიცოცხლის ყველა ეტაპზე განსხვავებულად სწავლობენ. 20 ან 30 წლის ასაკში ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ სწავლის გარკვეული რეჟიმი. სკოლა და სწავლა შორეულ წარსულში ჯერ არ გადასულა. ამიტომ ტვინი კარგად არის ტრენირებული. ამის შედეგად მას უცხო ენების სწავლა ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია. ადამიანებს 40-დან 50 წლის ასაკამდე უკვე ძალიან ბევრი აქვთ ნასწავლი. მათი ტვინისთვის ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლოა. მას კარგად შეუძლია ახალი ინფორმაციის და ძველი ცოდნის კომბინირება. ამ ასაკში ის ყველაზე უკეთ სწავლობს ისეთ რამეს, რაც მისთვის უკვე ნაცნობია. მაგალითად, ენებს, რომლებიც ჰგავს სიცოცხლის განმავლობაში უფრო ადრე ნასწავლ ენებს. 60-70 წლის ასაკში ადამიანებს, ჩვეულებრივ, უამრავი დრო აქვთ. მათ ხშირად შეუძლიათ პრაქტიკულად მეცადინეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენების შემთხვევაში. ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით კარგად სწავლობენ, მაგალითად, უცხო ენებს. ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია კარგად ისწავლოს. მომწიფების პერიოდის შემდეგ ტვინს ჯერ კიდევ შეუძლია ახლი უჯრედების წარმოქმნა. და ის ამას სიამოვნებით აკეთებს.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ენის სწავლა ინტერნეტის საშუალებით
    უცხო ენების შემსწავლელთა რიცხვი თანდათან იზრდება. და ამისათვის სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინტერნეტს. ონლაინ სწავლა კლასიკური ენის კურსისგან განსხვავდება. და მას ბევრი უპირატესობა აქვს! მომხმარებლები თვითონ წყვეტენ, თუ როდის უნდათ სწავლა. მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ, თუ რის სწავლა უნდათ. ისინი ასევე განსაზღვრავენ რამდენი ისწავლონ დღის განმავლობაში. ითვლება, რომ ონლაინ სწავლისას მომხმარებლები ინტუიტურად სწავლობენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ახალი ენა უნდა ისწავლონ ბუნებრივად. ზუსტად ისე, როგორც ენებს სწავლობდნენ ბავშვობისას ან შვებულების დროს. მომხმარებლები სწავლობენ სიმულირებული სიტუაციების გამოყენებას, როგორც ასეთს. ისინი აკეთებენ სხვადასხვა რამეს სხვადასხვა ადგილებში. ამ პროცესში ისინი თავად უნდა გახდნენ აქტიურები. ზოგიერთი პროგრამის გამოყენებისას გჭირდებათ ყურსასმენები და მიკროფონი. მათი საშუალებით შეგიძლიათ ელაპარაკოთ ადამიანებს, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია. შესაძლებელია ასევე ადამიანის გამოთქმის გაანალიზება. ამ გზით შეგიძლიათ ენა კიდევ უფრო დახვეწოთ. შეგიძლიათ ესაუბროთ სხვა მომხმარებლებს მომხმარებელთა ჯგუფებში. ინტერნეტი ასევე გაძლევთ საშუალებას ისწავლოთ მოძრაობის პროცესში. ციფრული ტექნოლოგის დახმარებით ენა შეგიძლიათ წაიღოთ ყველგან, სადაც მიდიხართ. ონლაინ კურსები ჩვეულებრივ კურსებს არ ჩამოუვარდება. როდესაც პროგრამა კარგად არის შედგენილი, ის შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, ონლაინ კურსი არ იყოს ძალიან "ჭყეტელა". ზედმეტად ბევრმა ანიმაციამ შეიძლება მოსწავლის ყურადღება გაფანტოს. ტვინმა უნდა დაამუშაოს თითოეული სტიმული. ამის შედეგად, მეხსიერება შეიძლება სწრაფად გადაიტვირთოს. ამიტომ ზოგჯერ ჯობს წყნარად სწავლა წიგნიდან. ის, ვინც იყენებს ძველ და ახალ მეთოდებს კომბინაციაში, ნამდვილად კარგ შედეგებს მიაღწევს...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    უკეთესი კონცენტრაცია = უკეთეს სწავლას
    სწავლის დროს საჭიროა კონცენტრირება. მთელი ჩვენი ყურადღება ერთ საგანზე უნდა იყოს გამახვილებული. კონცენტრირების უნარი თანდაყოლილი არ არის. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ, როგორ მოვახდინოთ კონცენტრირება. ეს, ჩვეულებრივ, ხდება საბავშვო ბაღში ან სკოლაში. ექვსი წლის ასაკში, ბავშვებს შეუძლიათ კონცენტრირება დაახლოებით 15 წუთით. 14 წლის მოზარდებს ორჯერ მეტი ხანგრძლივობით შეუძლიათ კონცენტრირება და მუშაობა. მოზრდილების კონცენტრირების ფაზა დაახლოებით 45 წუთს გრძელდება. დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ კონცენტრაცია თანდათან კლებულობს. რის შემდეგაც ის, ვინც სწავლობს, კარგავს ინტერესს სასწავლო მასალის მიმართ. ისინი ასევე შეიძლება დაიღალონ, ან მიიღონ სტრესი. ამის შედეგად სწავლა უფრო ძნელდება. მეხსიერებაც ვეღარ იმახსოვრებს მასალას. მაგრამ ადამიანს შეუძლია კონცენტრაციის გაუმჯობესება! სწავლის წინ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია. დაღლილ ადამიანს მხოლოდ მოკლე ხნით შეუძლია კონცენტრირება. ჩვენი ტვინი მეტ შეცდომებს უშვებს, როდესაც დაღლილები ვართ. კონცენტრაციის უნარზე მოქმედებს ასევე ჩვენი ემოციები. ადამიანი, რომელსაც ეფექტიანად სწავლა სურს, ნეიტრალურ განწყობაზე უნდაიყოს. სწავლის პროცესს აფერხებს ზედმეტი დადებითი ან უარყოფით ემოციები. რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია თავისი ემოციების კონტროლი. მაგრამ შეგიძლიათ სწავლის დროს მათ ყურადღება არ მიაქციოთ. ადამიანი, ვისაც სურს კონცენტრირება გააკეთოს, უნდა იყოს მოტივირებული. სწავლის დროს გონებაში ყოველთვის გვაქვს მიზანი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი ტვინი მზად კონცენტრირებისთვის. კარგი კონცენტრაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია წყნარი გარემო. და: სწავლის დროს უნდა სვათ ბევრი წყალი: ის გაფხიზლებთ. ადამიანი, ვინც ყველაფერ ამას იმახსოვრებს, ნამდვილად შეძლებს უფრო დიდხანს კონცენტრირებას!
     
    وضعیت
    موضوع بسته شده است.
    بالا