▓▓ მეწარმე ქართველი ▓▓

وضعیت
موضوع بسته شده است.

☾♔TALAYEH_A♔☽

کاربر نگاه دانلود
کاربر نگاه دانلود
عضویت
2017/05/18
ارسالی ها
35,488
امتیاز واکنش
104,218
امتیاز
1,376
ორი ენა = ორი მეტყველების ცენტრი
ჩვენი ტვინისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდის ვსწავლობთ ენას. ამის მიზეზი ის არის, რომ მას სხვადასხვა ენისთვის სხვადასხვა საცავი უბნები აქვს. ყველა ენა, რომლებსაც ვსწავლობთ, ერთად არ ინახება. ენებს, რომლებსაც მოზრდილობაში ვსწავლობთ, საკუთარი საცავი უბნები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ტვინი ახალ წესებს სხვა ადგილას ამუშავებს. ისინი მშობლიურ ენასთან ერთად არ ინახება. მეორეს მხრივ, დაბადებიდან ორენოვანი ადამიანები ტვინის მხოლოდ ერთ უბანს იყენებენ. ამ დასკვნამდე უამრავი კვლევა მივიდა. ნევროლოგებმა ექსპერიმენტის სხვადასხვა მონაწილე შეამოწმეს. ეს მონაწილეები ორ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდნენ. მაგრამ საცდელი ჯგუფის ერთი ნაწილი დაბადებიდან ორენოვანი იყო. ამის საპირისპიროდ, მეორე ნაწილმა მეორე ენა უფრო მოგვიანებით შეისწავლა. მკვლევარებს შეეძლოთ ტვინის აქტივობის გაზომვა ენის ტესტების დროს. ამგვარად მათ შეეძლოთ იმის ნახვა, ტვინის რომელი უბანი ფუნქციონირებდა ტესტების დროს. და მათ დაინახეს, რომ "გვიან" მსწავლელებს ორი მეტყველების ცენტრი ჰქონდათ! მკვლევარები უკვე დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ ეს ასე იქნებოდა. ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებს სხვადასხვა სიმპტომები აქვთ. ასე რომ, ტვინის დაზიანებამ შეიძლება მეტყველების პრობლემებიც გამოიწვიოს. ტვინის დაზიანების მქონე ადამიანები ასევე ვერ გამოთქვამენ სიტყვებს, ან არ ესმით სიტყვები. მაგრამ დაავადების ორენოვანი მსხვერპლები ზოგჯერ უჩვეულო სიმპტომებს ამჟღავნებენ. მათი მეტყველების პრობლემები ყოველთვის ორივე ენაზე არ ვრცელდება. თუ ტვინის მხოლოდ ერთი უბანია დაზიანებული, მეორეს მაინც შეუძლია ფუნქციონირება. შემდეგ პაციენტები ერთ ენაზე უკეთ ლაპარაკობენ, ვიდრე მეორეზე. ორი სხვადასხვა ენის თავიდან სწავლა ასევე განსხვავებული ტემპით ხდება. ეს ადასტურებს, რომ ორივე ენა ერთსა და იმავე ადგილზე არ ინახება. რადგან ისინი ერთდროულად არ იყო შესწავლილი, ისინი ორ ცენტრს წარმოქმნიან. ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ მართავს ჩვენი ტვინი მრავალ ენას. მაგრამ ახალ დასკვნებს შეიძლება სწავლის ახალი სტრატეგიები მოჰყვეს.
 
  • پیشنهادات
  • ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ინდონეზია, მრავალი ენის ქვეყანა
    ინდონეზიის რესპუბლიკა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა დედამიწაზე. კუნძულებზე მდებარე სახელმწიფოში 240 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ეს ადამიანები ბევრ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის. დადგენილია, რომ ინდონეზიაში დაახლოებით 500 ეთნიკური ჯგუფია. ამ ჯგუფებს ბევრი სხვადასხვა კულტურული ტრადიცია აქვთ. და ისინი ასევე ბევრ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ! ინდონეზიაში დაახლოებით 250 ენაზე ლაპარაკობენ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დიალექტი. ინდონეზიის ენები ჩვეულებრივ ეთნიკური ჯგუფების მიხედვით კლასიფიცირდება. მაგალითად, არსებობს იავური ან ბალის ენა. ენების ასეთ სიმრავლეს, ბუნებრივია, პრობლემები მოსდევს. ისინი ხელს უშლიან ეფექტიან ეკონომიკას და ადმინისტრირებას. ამიტომ ინდონეზიაში შემოღებული იქნა სახელმწიფო ენა. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, 1945 წლიდან ოფიციალური ენაა ბაჰასა ინდონეზია. ის ყველა სკოლაში მშობლიურ ენასთან ერთად ისწავლება. ამის მიუხედავად, ეს ენა ინდონეზიის ყველა მცხოვრებმა არ იცის. ბაჰასა ინდონეზიაზე თავისუფლად მხოლოდ ინდონეზიელების 70% ლაპარაკობს. ბაჰასა ინდონეზია "მხოლოდ" 20 მილიონი ადამიანის მშობლიური ენაა. ამიტომ ბევრი რეგიონული ენა ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია. ინდონეზიური განსაკუთრებით საინტერესოა ენის მოყვარულთათვის. რადგან ინდონეზიურის სწავლას ბევრი უპირატესობა აქვს. ინდონეზიური შედარებით ადვილ ენად ითვლება. გრამატიკული წესების სწავლა სწრაფად არის შესაძლებელი. გამოთქმა დამოკიდებულია მართლწერაზე. არც ორთოგრაფიაა ძნელი. ბევრი ინდონეზიური სიტყვა სხვა ენებიდან მოდის. და: ინდონეზიური მალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენა გახდება... ეს საკმარისი მიზეზებია სწავლის დასაწყებად, არა?
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    რატომ არსებობს ამდენი სხვადასხვა ენა?
    დღეს მსოფლიოში 6,000-ზე მეტი სხვადასხვა ენა არსებობს. ამიტომ გვჭირდება მთარგმნელები და თარჯიმნები. დიდი ხნის წინ ყველა ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობდა. მაგრამ ცვლილება მოხდა, როდესაც ადამიანებმა მიგრაცია დაიწყეს. მათ დატოვეს სამშობლო - აფრიკა, და მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ. ამ სივრცულმა სეპარაციამ ენობრივი სეპარაცია გამოიწვია. რადგან ყველა ხალხმა კომუნიკაციის საკუთარი ფორმა განავითარა. საერთო ფუძეენიდან ბევრი სხვადასხვა ენა განვითარდა. მაგრამ ადამიანი ერთ ადგილზე ძალიან დიდხანს არ რჩებოდა. ასე რომ, ენები განსაკუთრებით დაშორდა ერთმანეთს. ისტორიის რომელიღაც ეტაპზე საერთო ფუძის ამოცნობა უკვე შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც, ათასწლეულების განმავლობაში არც ერთი ხალხი არ ცხოვრობდა იზოლაციაში. ისინი ყოველთვის ურთიერთობდნენ სხვა ხალხებთან. ამან ენები შეცვალა. ისინი იღებდნენ ელემენტებს უცხო ენებიდან ან ერწყმოდნენ ერთმანეთს. ამის გამო ენების განვითარება არასოდეს გაჩერებულა. ამგვარად, მიგრაციები და კონტაქტი ახალ ხალხებთან ხსნის ენების სიმრავლეს. თუმცა, ჩნდება მეორე კითხვა, თუ რატომ არის ენები ასეთი განსხვავებული. ნებისმიერი ევოლუცია გარკვეულ წესებს ემორჩილება. ასე რომ, უნდა არსებობდეს მიზეზი იმისათვის, რომ ენები არიან ისეთები, როგორებიც არიან. ამ მიზეზების გამო მეცნიერებს ენები წლების განმავლობაში აინტერესებდათ. მათ სურთ გაიგონ, თუ რატომ განვითარდა ენები განსხვავებულად. ამის გამოსაკვლევად საჭიროა გადავხედოთ ენების ისტორიას. ამით შეიძლება განვსაზღვროთ, თუ როდის რა შეიცვალა. ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა ახდენს გავლენას ენების განვითარებაზე. კულტურული ფაქტორები, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიოლოგიური. ანუ, სხვადასხვა ხალხების ისტორიამ მოახდინა მათი ენების ფორმირება. აშკარაა, რომ ენები უფრო მეტს გვეუბნებიან, ვიდრე ჩვენ ვიცით...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    როგორ სწავლობს ტვინი ახალ სიტყვებს
    როდესაც ლექსიკონს ვსწავლობთ, ჩვენი ტვინი ახალ შინაარსს ინახავს. სწავლა მხოლოდ რეგულარული გამეორებით არის შესაძლებელი. თუ რამდენად კარგად ინახავს ჩვენი ტვინი სიტყვებს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სიტყვების რეგულარული გამეორებაა. მეხსიერებაში ინახება მხოლოდ ის სიტყვები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ ან ვწერთ. შეიძლება ითქვას, რომ ხდება ამ სიტყვების დაარქივება ისე, როგორც გამოსახულებების. სწავლის ეს პრინციპი შეესაბამება ასევე მაიმუნებს. მაიმუნებს შეუძლიათ სიტყვების "წაკითხვა", თუ ისინი ამ სიტყვებს საკმაოდ ხშირად ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნებს სიტყვები არ ესმით, ისინი მათ ფორმით ცნობენ. იმისთვის, რომ ენაზე თავისუფლად ვილაპარაკოთ, ბევრი სიტყვა გვჭირდება. ამიტომ ლექსიკონი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. რადგან ჩვენი მეხსიერება ფუნქციონირებს, როგორც არქივი. სიტყვის სწრაფად საპოვნელად, მან უნდა იცოდეს, თუ სად ეძებოს. ამიტომ, უმჯობესია სიტყვების სწავლა გარკვეულ კონტექსტში. ამის შემდეგ ჩვენი ტვინი ყოველთვის შეძლებს სთანადო "ფაილის" გახსნას. მაგრამ ის სიტყვებიც კი, რომლებიც კარგად ვისწავლეთ, შეიძლება დაგვავიწყდეს. ამ შემთხვევაში ცოდნა გადადის აქტიურიდან პასიურ მეხსიერებაში. დავიწყებით საკუთარ თავს ვათავისუფლებთ ცოდნისგან, რომელიც არ გვჭირდება. ამ გზით ჩვენი ტვინი ადგილს უთმობს ახალ და უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ცოდნის რეგულარულად გააქტიურება. მაგრამ პასიურ მეხსიერებაში გადასული ინფორმაცია სამუდამოდ არ იკარგება. როდესაც დავიწყებულ სიტყვას ვხედავთ, ჩვენ მას ისევ ვიმახსოვრებთ. მეორედ ვსწავლობთ იმ სიტყვას, რომელიც ადრე უფრო სწრაფად ვისწავლეთ. ვისაც საკუთარი ლექსიკონის განვრცობა სურს, თავისი გატაცებების რაოდენობა უნდა გაზარდოს. რადგან თითოეულ ჩვენთაგანს გარკვეული ინტერესები აქვს. ამიტომ ჩვეულებრივ, ერთიდაიგივე საქმიანობით ვართ დაკავებულები. ენა კი უამრავი სხვადასხვა სემანტიკური ველისგან შედგება. პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი ზოგჯერ სპორტულ გაზეთებსაც უნდა კითხულობდეს!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სწავლა და კითხვა
    სწავლა და კითხვა ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ეს განსაკუთრებით სწორია უცხო ენის სწავლის დროს. ვისაც ახალი ენის კარგად სწავლა უნდა, ბევრი ტექსტი უნდა იკითხოს. უცხო ენაზე ლიტერატურის კითხვის დროს ჩვენ მთელი წინადადების დამუშავებას ვახდენთ. ჩვენი ტვინი სწავლობს ახალ სიტყვებს და გრამატიკას კონტექსტში. ეს ახალი შინაარსის ადვილად დამახსოვრებაში გვეხმარება. ჩვენს მეხსიერებას უფრო უჭირს ცალკეული სიტყვების დამახსოვრება. კითხვისას ვსწავლობთ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სიტყვებს. ამის შედეგად ახალი ენის შეგრძნება გვივითარდება. ბუნებრივია, უცხოენოვანი ლიტერატურა ძალიან ძნელი არ უნდა იყოს. თანამედროვე პატარა მოთხრობები ან დეტექტივები ხშირად კარგი თავშესაქცევია. ყოველდღიურ გაზეთებს ის უპირატესობა აქვს, რომ ისინი ყოველთვის ახალია. სწავლისთვის ასევე სასარგებლოა საბავშვო წიგნები და კომიქსები. სურათები აადვილებს ახალი ენის გაგებას. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ლიტერატურას აირჩევთ - ის საინტერესო უნდა იყოს! ანუ, ლიტერატურული ნაწარმოები დატვირთული უნდა იყოს მოქმედებით, რომ ენა ცვალებადობდეს. თუ ვერაფერს იპოვნით, შეიძლება სპეციალური სახელმძღვანელოები გამოიყენოთ. არსებობს უამრავი წიგნი მარტივი ტექსტებით დამწყებებისთვის. მნიშვნელოვანია კითხვისას ყოველთვის ლექსიკონის გამოყენება. როდესაც სიტყვა არ გესმით, ის აუცილებლად უნდა მოძებნოთ ლექსიკონში. ჩვენი ტვინი აქტიურდება კითხვით და სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას. ყველა სიტყვა, რომელიც არ გესმით, უნდა შეაგროვოთ ერთ ფაილში. ამგვარად ამ სიტყვების გამეორებას ხშირად შეძლებთ. დაგეხმარებათ ასევე უცნობი სიტყვების გამოყოფა ტექსტში. ასე მათ მაშინვე გამოიცნობთ მეორედ წაკითხვისას. გაცილებით სწრაფად წახვალთ წინ, თუ უცხო ენაზე ყოველდღე კითხულობთ. რადგან ჩვენი ტვინი სწრაფად ითვისებს, რომ მოახდინოს ახალი ენის იმიტაცია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ საბოლოოდ უცხო ენაზე აზროვნებაც კი დაიწყოთ...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    მშობლიური ენა = ემოციური, უცხო ენა = რაციონალური?
    როდესაც უცხო ენებს ვსწავლობთ, ვახდენთ ჩვენი ტვინის სტიმულირებას. სწავლის საშუალებით ჩვენი აზროვნება იცვლება. ჩვენ უფრო კრეატიულები და მოქნილები ვხდებით. კომპლექსური აზროვნება უფრო ადვილია ადამიანებისთვის, რომლებიც ამავე დროს მრავალენოვანები არიან. სწავლა მეხსიერებას ავარჯიშებს. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მეხსიერება მით უკეთ ფუნქციონირებს. ის, ვინც ბევრი ენა ისწავლა, სხვა რამესაც უფრო სწრაფად სწავლობს. მას უფრო დიდხანს უფრო დაჟინებით შეუძლია საკითხზე ფიქრი. ამის შედეგად ის პრობლემებს უფრო სწრაფად ჭრის. მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ასევე უფრო ადვილად იღებენ გადაწყვეტილებებს. მაგრამ თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, დამოკიდებულია ასევე ენებზე. ენა, რომელზეც ვაზროვნებთ, განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებებს. ფსიქოლოგებმა კვლევისთვის ექსპერიმენტში მონაწილეები გამოიკვლიეს. ყველა მონაწილე ორენოვანი იყო. გარდა მშობლიური ენისა, ისინი მეორე ენაზეც ლაპარაკობდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე. კითხვა პრობლემის გადაჭრას ეხებოდა. ამ პროცესში ექსპერიმენტის მონაწილეებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ორვარიანტს შორის. ერთი ვარიანტი მეორესთან შედარებით უფრო რისკიანი იყო. ექსპერიმენტის მონაწილეებს კითხვაზე პასუხი ორივე ენაზე უნდა გაეცათ. და როცა ენა იცვლებოდა, პასუხებიც იცვლებოდა! მშობლიურ ენაზე ლაპარაკის დროს ექსპერიმენტის მონაწილეები რისკს ირჩევდნენ. მაგრამ უცხო ენაზე ისინი უფრო უსაფრთხო ვარიანტს ირჩევდნენ. ამ ექსპერიმენტის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სანაძლეო უნდა დაედოთ. განსხვავება აქაც აშკარა იყო. უცხო ენის გამოყენებისას ისინი უფრო გონივრულები იყვნენ. მკვლევარების ვარაუდით, უცხო ენების შემთხვევაში ჩვენ უფრო კონცენტრირებულები ვართ. ამიტომ გადაწყვეტილებებს არა ემოციურად, არამედ რაციონალურად ვიღებთ...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ამერიკის აბორიგენული ენები
    ამერიკაში ბევრ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ინგლისური უმთავრესი ენაა ჩრდილოეთ ამერიკაში. სამხრეთ ამერიკაში დომინირებს ესპანური და პორტუგალიური. ყველა ეს ენები ამერიკაში ევროპიდან შემოვიდა. კოლონიზაციამდე აქ სხვა ენებზე ლაპარაკობდნენ. ეს ენები ამერიკის აბორიგენულ ენებად არის ცნობილი. ისინი საფუძვლიანად დღემდე არ არის გამოკვლეული. ეს ენები ძალიან მრავალფეროვანია. შეფასებების მიხედვით ჩრდილოეთ ამერიკაში ენათა 60-მდე ოჯახია. სამხრეთ ამერიკაში შეიძლება ენათა 150 ოჯახიც კი იყოს. გარდა ამისა, არსებობს ბევრი იზოლირებული ენა. ამ ენებიდან ერთმანეთისგან ყველა განსხვავდება. მათ მხოლოდ რამდენიმე საერთო სტრუქტურა აქვთ. ამიტომ ამ ენების კლასიფიკაცია რთულია. მათი განსხვავების მიზეზები ამერიკის ისტორიაშია. ამერიკის კოლონიზაცია რამდენიმე საფეხურად მოხდა. პირველი ადამიანები ამერიკაში 10,000-ზე მეტი წლის წინ ჩამოვიდნენ. კონტინენტზე ყველა მოსახლეობამ თავისი ენა ჩამოიტანა. აბორიგენული ენები უფრო მეტად აზიურ ენებს გავს. სიტუაცია ამერიკის უძველესი ენების შესახებ ყველგან ერთნაირი არ არის. ბევრი ადგილობრივი ამერიკული ენა ჯერ კიდევ გამოიყენება სამხრეთ ამერიკაში. გუარანის და კეჩუას მსგავს ენებზე მილიონობით ადამიანი ლაპარაკობს აქტიურად. ამის საპირისპიროდ, ჩრდილოეთ ამერიკის ბევრი ენა თითქმის მკვდარია. ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის კულტურა დიდი ხნის განმავლობაში იყო შევიწროებული. ამ პროცესში მათი ენები დაიკარგა. მაგრამ მათდამი ინტერესი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა. არსებობს ბევრი პროგრამა, რომლის მიზანია ამ ენების დაცვა და განვითარება. და ყველაფრის შემდეგ, მათ შესაძლოა ჰქონდეთ მომავალი...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ჟესტები ახალი სიტყვების სწავლაში გვეხმარება
    როდესაც ახალ სიტყვებს ვსწავლობთ, ჩვენი ტვინი ძალიან დაკავებულია. მან ყველა სიტყვა უნდა შეინახოს. მაგრამ შეგიძლიათ თქვენს ტვინს სწავლაში დაეხმაროთ. ეს ჟესტების საშუალებით არის შესაძლებელი. ჟესტები მეხსიერებას ეხმარება. ის უკეთ იმახსოვრებს სიტყვებს, თუ იმავე დროს ჟესტების დამუშავებას ახდენს. ეს მკაფიოდ დაადასტურა კვლევამ. მკვლევარებმა გამოსცადეს ექსპერიმენტის მონაწილეები ახალი სიტყვებისსწავლის დროს. ეს სიტყვები რეალურად არ არსებობდა. ისინი ეკუთვნოდა ხელოვნურ ენას. რამდენიმე სიტყვა ექსპერიმენტის მონაწილეებს ჟესტებით ასწავლეს. ანუ ექსპერიმენტის მონაწილეები სიტყვებს არა მარტო კითხულობდნენ, ან არა მარტო ესმოდათ ისინი. ჟესტების დახმარებით ისინი ასევე სიტყვების მნიშვნელობის იმიტაციას აკეთებდნენ. ვიდრე ისინი სწავლობდნენ, მათი ტვინის აქტივობა იზომებოდა. მკვლევარებმა ამ პროცესში საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. როდესაც სიტყვებს ჟესტების დახმარებით სწავლობდნენ, ტვინის უფრო მეტი უბნები აქტიურდებოდა. გარდა მეტყველების ცენტრისა, აქტიურობას ასევე ამჟღავნებდა სენსომოტორული ცენტრი. ტვინის ეს დამატებითი აქტიურობა ზეგავლენას ახდენს მეხსიერებაზე. ჟესტებით სწავლის პროცესში ხდება რთული ქსელების ფორმირება. ეს ქსელები ახალ სიტყვებს ტვინის ბევრ უბანში ინახავენ. ამ გზით ახალი სიტყვების დამუშავება უფრო ეფექტიანად ხდება. როდესაც კონკრეტული სიტყვების გამოყენება გვინდა, ჩვენი ტვინი მათ უფრო სწრაფად პოულობს. ისინი ასევე უკეთ ინახება. თუმცა, მნიშვნელოვანია, ჟესტი დაკავშირებული იყოს სიტყვასთან. ჩვენი ტვინი ცნობს, თუ როდის არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან სიტყვა და ჟესტი. ახალი დასკვნების შედეგი შესაძლოა სწავლების ახალი მეთოდები იყოს. ინდივიდები, რომლებმაც ბევრი არაფერი იციან ენების შესახებ, ხშირად ნელა სწავლობენ. შეიძლება მათ სწავლა გაუადვილდეთ, თუ სიტყვების ფიზიკურ იმიტირებას მოახდენენ...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    კომპიუტერებს მოსმენილი სიტყვების რეკონსტრუქცია შეუძლიათ
    ადამიანის დიდი ხნის ოცნება იყო სხვისი აზრების წაკითხვა. ყველას უნდა გაიგოს, თუ რას ფიქრობს სხვა მოცემულ მომენტში. ეს ოცნება ჯერ არ განხორციელებულა. სხვისი აზრების წაკითხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებითაც კი არ შეგვიძლია. სხვისი აზრები საიდუმლოდ რჩება. მაგრამ შეგვიძლია იმის გაგება, თუ რა ესმის სხვას! ეს სამეცნიერო ექსპერიმენტით დადასტურდა. მკვლევარებმა წარმატებით შეძლეს მოსმენილი სიტყვების რეკონსტრუქცია. ამ მიზნით მათ ექსპერიმენტში მონაწილეთა ტვინის ტალღები გააანალიზეს. როდესაც რაიმე გვესმის, ჩვენი ტვინი აქტიურდება. მან უნდა დაამუშაოს მოსმენილი ენა. ამ პროცესში ჩნდება აქტივობის გარკვეული მოდელი. ამ მოდელის ჩაწერა ელექტროდებით არის შესაძლებელი. და შემდეგ ამ ჩანაწერის დამუშავებაც არის შესაძლებელი! კომპიუტერის დახმარებით მისი ხმოვან მოდელში გარდაქმნაა შესაძლებელი. ამგვარად შესაძლებელია მოსმენილი სიტყვის იდენტიფიცირება. ეს პრინციპი ყველა სიტყვის შემთხვევაში მუშაობს. ნებისმიერი სიტყვა, რომელიც გვესმის, განსაკუთრებულ სიგნალს წარმოქმნის. ეს სიგნალი ყოველთვის დაკავშირებულია სიტყვის ბგერასთან. ასე რომ, მას "მხოლოდ" აკუსტიკურ სიგნალად გარდაქმნა სჭირდება. რადგან თუ ბგერითი მოდელი იცით, თქვენ სიტყვაც გეცოდინებათ. ექსპერიმენტში მონაწილეები ისმენდნენ ნამდვილ სიტყვებს და ყალბ სიტყვებს. ანუ სიტყვების ნაწილი არარსებული იყო. ამის მიუხედავად, ამ სიტყვების რეკონსტრუქცია მაინც შეიძლებოდა. ამოცნობილი სიტყვები შეიძლება გამოხატოს კომპიუტერმა. შესაძლებელია ასევე ისინი მხოლოდ გამოჩნდეს მონიტორზე. დღესდღეობით მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე სიგნალების ენას უკეთესად გაიგებენ. ასე რომ, სხვისი აზრების ამოცნობის ოცნება გრძელდება...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ერთი ენა, ბევრი ნაირსახეობა
    მხოლოდ ერთ ენაზეც რომ ვლაპარაკობდეთ, ჩვენ მაინც ბევრ ენაზე ვლაპარაკობთ. რადგან არც ერთი ენა არ არის იზოლირებული სისტემა. ნებისმიერი ენა მრავალ სხვადასხვა განზომილებას ამჟღავნებს. ენა ცოცხალი სისტემაა. მოლაპარაკეები ყოველთვის ორიენტირებულები არიან საკუთარ სასაუბრო მოდელებზე. ამიტომ ადამიანები ცვლიან საკუთარ სალაპარაკო ენას. ეს ცვლილებები სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მაგალითად, ნებისმიერ ენას აქვს ისტორია. ენა იცვლება და განაგრძობს ცვლილებას. ამის ამოცნობა შეიძლება იმ ფაქტით, რომ ხანდაზმულები ახალგაზრდებისგან განსხვავებულად ლაპარაკობენ. ენების უმრავლესობაში ასევე სხვადასხვა დიალექტები არსებობს. თუმცა ბევრ დიალექტზე მოლაპარაკეს შეუძლია საკუთარ გარემოსთან ადაპტირება. გარკვეულ სიტუაციებში ისინი სტანდარტულ ენაზე ლაპარაკობენ. განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს განსხვავებული ენა აქვთ. ამის მაგალითებია ახალგაზრდების ენა ან მონადირის ჟარგონი. ადამიანების უმრავლესობა სამსახურში და სახლში განსხვავებულად ლაპარაკობს. ბევრი ასევე პროფესიულ ჟარგონს იყენებს სამსახურში. განსხვავებებია სალაპარაკო ენასა და წერილობით ენას შორის. სალაპარაკო ენა, ჩვეულებრივ, გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე წერილობითი. განსხვავება შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ასე ხდება, როდესაც წერილობით ენა დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლება. ამ შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა ენის წერილობითი ფორმის გამოყენების სწავლა. განსხვავებულია ასევე ქალების და მამაკაცების ენა. ეს განსხვავება დასავლურ საზოგადოებებში ძალიან დიდი არ არის. მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებშიც ქალები მამაკაცებისგან ძალზე განსხვავებულად ლაპარაკობენ. ზოგიერთ კულტურაში ზრდილობას საკუთარი ლინგვისტური ფორმა აქვს. ამიტომ, ლაპარაკი არცთუ ისე ადვილია! ერთდროულად ბევრი სხვადასხვა ფაქტორისთვის გვჭირდება ყურადღების მიქცევა...
     
    وضعیت
    موضوع بسته شده است.
    بالا