▓▓ მეწარმე ქართველი ▓▓

وضعیت
موضوع بسته شده است.

☾♔TALAYEH_A♔☽

کاربر نگاه دانلود
کاربر نگاه دانلود
عضویت
2017/05/18
ارسالی ها
35,488
امتیاز واکنش
104,218
امتیاز
1,376
უცნობი ენები
მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა ენა არსებობს. ლინგვისტების ვარაუდით მათი რაოდენობა 6,000 ან 7,000-ია. თუმცა დღეს მათი ზუსტი რაოდენობა ჯერაც უცნობია. ამის მიზეზია ის, რომ ბევრი ენა ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. ამ ენებზე ძირითადად შორეულ რეგიონებში ლაპარაკობენ. ასეთი რეგიონის ერთ-ერთი მაგალითია ამაზონი. იქ ჯერ კიდევ ბევრი ხალხი ცხოვრობს სამყაროსგან იზოლირებულად. მათ არა აქვთ შეხება სხვა კულტურებთან. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ენა. ენები, რომლებიც არ არის იდენტიფიცირებული, მსოფლიოს სხვა რეგიონებშიცარსებობს. ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენი ენა არსებობს ცენტრალურ აფრიკაში. ლინგვისტური თვალსაზრისით ჯერ არც ახალი გვინეაა დაწვრილებით გამოკვლეული. ახალი ენის აღმოჩენა ყოველთვის სენსაციაა. დაახლოებით ორი წლის წინ მეცნიერებმა კორო აღმოაჩინეს. კოროზე ჩრდილოეთ ინდოეთის პატარა სოფლებში ლაპარაკობენ. ამ ენაზე მხოლოდ 1,000-ოდე ადამიანი ლაპარაკობს. ეს მხოლოდ სალაპარაკო ენაა. კოროს დამწერლობა არ არსებობს. მკვლევარებისთვის გაუგებარია, თუ როგორ შემორჩა კორო ამდენი ხნის განმავლობაში. კორო მიეკუთვნება ტიბეტურ-ბირმული ენების ოჯახს. მთელ აზიაში დაახლოებით 300 ასეთ ენაა. მაგრამ კორო ამ ენებიდან არც ერთთან არ არის მჭიდროდ დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ მას საკუთარი განსაკუთრებული ისტორია უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, პატარა ენები მალე კვდებიან. ხანდახან ენა ერთი თაობის განმავლობაში ქრება. ამის შედეგად, მკვლევარებს ხშირად ძალიან ცოტა დრო აქვთ მათ შესასწავლად. მაგრამ კოროს შემთხვევაში არსებობს პატარა იმედი. მისი დოკუმენტირება აუდიო ლექსიკონში უნდა მოხდეს...
 
  • پیشنهادات
  • ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    უმცირესობების ენები ევროპაში
    ევროპაში ბევრ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. მათი უმრავლესობა ინდო-ევროპული ენებია. გარდა დიდი ეროვნული ენებისა, არსებობს ასევე ბევრი მცირე ენა. ისინი უმცირესობების ენებია. უმცირესობების ენები ოფიციალური ენებისგან განსხვავებულია. მაგრამ ისინი დიალექტები არ არის. ისინი ასევე არ არის იმიგრანტების ენები. უმცირესობების ენებს ყოველთვის ეთნიკური საფუძველი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების ენებია. უმცირესობების ენები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ამ ენების რაოდენობა ევროკავშირში დაახლოებით 40-ია. ზოგიერთ უმცირესობის ენაზე მხოლოდ ერთ ქვეყანაში ლაპარაკობენ. მათ შორის, მაგალითად, არის სორბული ენა გერმანიაში. მეორეს მხრივ, ბოშურ ენაზე ევროპის ბევრ ქვეყანაში ლაპარაკობენ. უმცირესობების ენებს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ. რადგან ამ ენებზე მხოლოდ შედარებით მცირე ჯგუფები ლაპარაკობენ. ამ ჯგუფებს არა აქვთ საკუთარი სკოლების აშენების საშუალება. მათთვის ასევე ძნელია საკუთარი ლიტერატურის გამოცემა. ამის გამო ბევრ უმცირესობის ენას გაქრობა ემუქრება. ევროკავშირს სურს უმცირესობათა ენების დაცვა. რადგან ნებისმიერი ენა კულტურის ან თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთ ერებს არა აქვთ სახელმწიფო და ისინი მხოლოდ უმცირესობების სახით არსებობენ. მათი ენების პოპულარიზაციისთვის არსებობს სხვადასხვა პროგრამა და პროექტი. იმედია, რომ მცირე ეთნიკური ჯგუფების კულტურა ასევე შენარჩუნდება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი უმცირესობის ენა მალე გაქრება. მათ შორის არის ლივური ენა, რომელზეც ლატვიის პროვინციაში ლაპარაკობენ. ლივური ენა მხოლოდ 20 ადამიანისთვის არის მშობლიური ენა. ამის გამო ლივური ენა ყველაზე მცირე ენაა ევროპაში.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ქალებს უკეთესი ლინგვისტური ნიჭი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს!
    ქალები ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორც მამაკაცები. საშუალოდ ორივეს ერთნაირი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი აქვს. თუმცა, გენდერული უნარები განსხვავებულია. მაგალითად, მამაკაცებს უკეთესი სამგანზომილებიანი სივრცული აზროვნება აქვთ. გარდა ამისა, ისინი უკეთ წყვეტენ მათემატიკურ პრობლემებს. მეორეს მხრივ, ქალებს უკეთესი მეხსიერება აქვთ. და ისინი უკეთესად სწავლობენ ენებს. ქალები უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებენ მართლწერასა და გრამატიკაში. მათ ასევე უფრო მდიდარი ლექსიკონი აქვთ და ისინი უფრო გამართულად კითხულობენ. ამიტომ ენის ტესტებში, ჩვეულებრივ, მათ უკეთესი შედეგები აქვთ. ქალების ლინგვისტური ნიჭიერების მიზეზები ტვინშია. მამაკაცების და ქალების ტვინი განსხვავებულადაა მოწყობილი. ტვინის მარცხება მხარე პასუხისმგებელია ენაზე. ეს ველი აკონტროლებს ლინგვისტურ პროცესებს. მიუხედავად ამისა, მეტყველების დამუშავების დროს ქალები იყენებენ ტვინის ორივე ნახევარს. გარდა ამისა, მათი ტვინის ნახევრები უკეთ ახდენენ აზრების გაცვლას. ანუ ქალების ტვინი უფრო აქტიურია მეტყველების დამუშავების პროცესში. და ქალებს შეუძლიათ მეტყველების უფრო ეფექტიანად დამუშავება. თუ როგორ განსხვავდება ქალის და მამაკაცის ტვინი, დღემდე გაურკვეველია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამას ბიოლოგიური მიზეზი აქვს. ტვინის განვითარებაზე მოქმედებს ქალის და მამაკაცის გენეტიკა. გარდა ამისა, ქალების და მამაკაცების თავისებურებებს ჰორმონები განსაზღვრავს. ამბობენ, რომ ჩვენს განვითარებაზე მოქმედებს ჩვენი აღზრდა. რადგან პატარა გოგონებს უფრო მეტს ელაპარაკებიან და უკითხავენ. მეორეს მხრივ, პატარა ბიჭებს უფრო მეტად ტექნიკური სახის სათამაშოებს აძლევენ. ამიტომ შესაძლებელია, რომ ჩვენი გარემო მოქმედებს ჩვენს ტვინზე. მეორეს მხრივ, კონკრეტული განსხვავებები არსებობს მთელ მსოფლიოში. და ბავშვებს განსხვავებულად ზრდიან ყველა კულტურაში.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ენის შეცვლა = პიროვნების შეცვლას
    ჩვენი ენა ჩვენ გვეკუთვნის. ის ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ბევრი ადამიანი მრავალ ენაზე ლაპარაკობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას , რომ ამ ადამიანებში მრავალი პიროვნება ზის? მკვლევარების აზრით, დიახ, ნიშნავს! ენის შეცვლისას ჩვენ ამავე დროს ჩვენს პიროვნებას ვცვლით. ანუ, ჩვენ სხვანაირად ვიქცევით. ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. მათ ორენოვანი ქალების ქცევა შეისწავლეს. ეს ქალები ბავშვობიდანვე ლაპარაკობდნენ ინგლისურად და ესპანურად. ისინი ერთნაირად იცნობდნენ ორივე ენას და კულტურას. ამის მიუხედავად, მათი ქცევა ენაზე იყო დამოკიდებული. ესპანურად ლაპარაკის დროს ეს ქალები უფრო თავდაჯერებულები იყვნენ. ისინი ასევე კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ გარშემო ესპანურად ლაპარაკობდნენ. მაგრამ ინგლისურად ლაპარაკის დროს, მათი ქცევა შეიცვალა. ამ დროს ისინი ნაკლებად თავდაჯერებულები იყვნენ. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ქალები ასევე უფრო განმარტოებულები ჩანდნენ. ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ, განსაზღვრავს ჩვენ საქციელს. მკვლევარებმა ჯერ არ იციან ამის მიზეზი. შესაძლოა, ჩვენ კულტურული ნორმებით ვხელმძღვანელობთ. ლაპარაკის დროს ვფიქრობთ იმ კულტურაზე, საიდანაც ენა მომდინარეობს. ეს ავტომატურად ხდება. ამიტომ ვცდილობთ კულტურასთან ადაპტირებას. ვიქცევით იმგვარად, როგორც იმ კულტურაშია მიღებული. ჩინურად მოლაპარაკეები ძალიან გულჩათხრობილები არიან. მაგრამ როდესაც ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ისინი უფრო გახსნილები იყვნენ. შეიძლება, ქცევას იმიტომ ვიცვლით, რომ უკეთ მოვახდინოთ ინტეგრაცია. გვინდა რომ მათ ვგავდეთ, ვისაც ველაპარაკებით...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ვის ვისი ესმის?
    მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიარდი ადამიანია. მათ ყველას აქვთ ენა. სამწუხაროდ, ეს ენა ყოველთვის ერთნაირი არ არის. ამიტომ სხვა ერებთან ლაპარაკის მიზნით ჩვენ ენები უნდა ვისწავლოთ. ეს ხშირად ძალიან ძნელია. მაგრამ არსებობს ენები, რომლებიც ძალიან გავს ერთმანეთს. ამ ენებზე მოლაპარაკეებს ესმით ერთმანეთის სხვა ენის შესწავლის გარეშე. ამ მოვლენას ურთიერთგაგებას უწოდებენ. ურთიერთგაგების ორ ვარიანტს გამოყოფენ. პირველი ვარიანტია ზეპირი ურთიერთგაგება. ამ შემთხვევაში მოლაპარაკეებს ესმით ერთმანეთის, როდესაც ერთმანეთს ელაპარაკებიან. მაგრამ მეორე ენის წერილობითი ფორმა მათ არ ესმით. ამის მიზეზი ის არის, რომ ენებს განსხვავებული წერილობითი ფორმები აქვთ. ამის ენების მაგალითია ჰინდი და ურდუ. მეორე ვარიანტია წერილობითი ურთიერთგაგება. ამ შემთხვევაში მეორე ენა გასაგებია წერილობითი ფორმით. მაგრამ მოლაპარაკეებს ერთმანეთის არ ესმით ერთმანეთთან ლაპარაკის დროს. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ძალიან განსხვავებული გამოთქმა აქვთ. ამის მაგალითია გერმანული და ჰოლანდიური. ერთმანეთთან ყველაზე მეტად დაკავშირებული ენები ორივე ვარიანტს მოიცავს. ანუ ისინი ურთიერთგასაგებია როგორც ზეპირად, ისე წერილობით ფორმით. ამ ენების მაგალითებია რუსული და უკრაინული, ან ტაილანდური და ლაოსური. მაგრამ არსებობს ასევე ურთიერთგაგების ასიმეტრიული ფორმა. ამ შემთხვევაში მოლაპარაკეებს ერთმანეთის სხვადასხვა დონეზე ესმით. პორტუგალიელებს ესპანური უკეთესად ესმით, ვიდრე ესპანელებს პორტუგალიური. ავსტრიელებს ასევე უკეთ ესმით გერმანელების, ვიდრე გერმანელებს ავსტრიელების. ამ მაგალითებში ხელის შემშლელი ფაქტორი გამოთქმა, და დიალექტია. ვისაც სურს კარგად ისაუბროს, უნდა რაღაც ახალი ისწავლოს...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    მეხსიერება ლაპარაკს საჭიროებს
    ადამიანების უმრავლესობას ახსოვს მათ მიერ სკოლაში გატარებული პირველი დღე. თუმცა, წინა პერიოდს ვეღარ იხსენებენ. ჩვენი ცხოვრების პირველი წლები თითქმის აღარ გვახსოვს. რატომ არის ასე? რატომ არ გვახსოვს ის, რაც ბავშვობაში გადაგვხდა თავს? მიზეზი ჩვენს განვითარებაშია. მეტყველება და მეხსიერება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ვითარდება. და რაღაცის დასამახსოვრებლად ადამიანს სჭირდება მეტყველება. ანუ, იმისთვის, რაც მის თავს ხდება სიტყვები უნდა ჰქონდეს. მეცნიერებმა ბავშვებში უამრავი ტესტი ჩატარეს. ამ პროცესში მათ საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. როგორც კი ბავშვები ლაპარაკს სწავლობენ, ისინი ივიწყებენ ყველაფერს, რაც მანამდე მოხდა. ასე რომ, ლაპარაკის დაწყება ასევე მეხსიერების დასაწყისია. ბავშვები ძალიან ბევრს სწავლობენ მათ სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში. ისინი ყოველდღიურად იღებენ ახალ გამოცდილებას. ამ ასაკში მათ ასევე ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვთ მიღებული. მიუხედავად ამისა, ყველაფერი იკარგება. ფსიქოლოგები ამ ფაქტს ბავშვთა ამნეზიას უწოდებენ. ბავშვებს მეხსიერებაში რჩებათ მხოლოდ ის, რის დასახელებაც შეუძლიათ. ავტობიოგრაფიული მეხსიერება ინახავს პირად გამოცდილებას. ის ჟურნალივით ფუნქციონირებს. მასში იწერება ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. ამ გზით ავტობიოგრაფიული მეხსიერება ახდენს ჩვენი პიროვნების ფორმირებას. მაგრამ მისი განვითარება დამოკიდებულია მშობლიური ენის შესწავლაზე. და ჩვენი მეხსიერების გააქტიურება მხოლოდ ჩვენი მეტყველებით შეგვიძლია. ბავშვობაში ნასწავლი, რა თქმა უნდა, მართლა არ იკარგება. ის სადღაც ჩვენი გონების სიღრმეში ინახება. უბრალოდ, მისი იქედან "ამოღება" უკვე აღარ შეგვიძლია...- დასანანია, არა?
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    საიდუმლო ენები
    ენის საშუალებით გვსურს გამოვხატოთ ის რასაც ვფიქრობთ და რასაც ვგრძნობთ. ანუ, გაგება ენის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს არ სურთ, რომ მათი ყველას ესმოდეს. ამ შემთხვევაში, ისინი იგონებენ ახალ ენებს. საიდუმლო ენები ათასწლეულების განმავლობაში ხიბლავდა ადამიანებს. მაგალითად, იულიუს კეისარს საკუთარი საიდუმლო ენა ჰქონდა. ის კოდირებულ შეტყობინებებს საკუთარი იმპერიის ყველა ტერიტორიაზე გზავნიდა. მის მტრებს კოდირებული ახალი ამბების წაკითხვა არ შეეძლოთ. საიდუმლო ენები - ეს არის დაცული კომუნიკაცია. ჩვენი თავის სხვებისგან დიფერენცირებას საიდუმლო ენების საშუალებით ვახდენთ. ჩვენ ვაჩვენებთ. რომ ექსკლუზიურ ჯგუფს ვეკუთვნით. არსებობს განსხვავებული მიზეზები, რომელთა გამო საიდუმლო ენებს ვიყენებთ. შეყვარებულები კოდირებულ ასოებს ყველა დროში იყენებდნენ. გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებს ასევე აქვთ საკუთარი ენები. ანუ არსებობს ჯადოქრების, ქურდების და საქმიანი ხალხის ენები. მაგრამ საიდუმლო ენები ყველაზე ხშირად პოლიტიკური მიზნებით გამოიყენება. საიდუმლო ენებით ყველაზე ხშირად სარგებლობდნენ თითქმის ყველა ომში. სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს საიდუმლო ენების საკუთრი ექსპერტები ჰყავთ. კრიპტოლოგია კოდირების მეცნიერებაა. თანამედროვე კოდების საფუძველია რთული მათემატიკური ფორმულები. მაგრამ მათი გაშიფვრა ძალიან ძნელია. კოდირებული ენების გარეშე ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელი იქნებოდა. კოდირებული მონაცემები დღეს ყველგან გამოიყენება. საკრედიტო ბარათები და ელექტრონული ფოსტა - ყველაფერი კოდების საშუალებითფუნქციონირებს. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ საიდუმლო ენები. მათ უყვართ მეგობრებთან საიდუმლო შეტყობინებების გაცვლა. საიდუმლო ენები ძალიან სასარგებლოა ბავშვების განვითარებისთვის... ისინი ხელს უწყობს კრეატიულობის და ენის შეგრძნების განვითარებას!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    გრძელი სიტყვები, მოკლე სიტყვები!
    სიტყვის სიგრძე დამოკიდებულია მის ინფორმაციულ შინაარსზე. ეს ამერიკულმა კვლევამ ცხადყო. მკვლევარებმა შეაფასეს სიტყვები ათი ევროპული ენიდან. ეს კომპიუტერის დახმარებით განხორციელდა. კომპიუტერმა პროგრამის საშუალებით სხვადასხვა სიტყვების ანალიზი ჩაატარა. ამ პროცესში მან საინფორმაციო შინაარსის გამოსათვლელად ფორმულა გამოიყენა. შედეგები ნათელი იყო. რაც უფრო მოკლეა სიტყვა, მით უფრო ნაკლებ ინფორმაციას შეიცავს ის. საინტერესოა, რომ მოკლე სიტყვებს უფრო ხშირად ვიყენებთ, ვიდრე გრძელ სიტყვებს. ამის მიზეზი შეიძლება მეტყველების ეფექტიანობაში იყოს. ლაპარაკის დროს კონცენტრირებულები ვართ ყველაზე მნიშვნელოვანზე. ამიტომ სიტყვები, რომლებიც არ შეიცავს დიდ ინფორმაციას, არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. ეს იმის გარანტიაა, რომ უმნიშვნელო რამეზე დიდ დროს არ დავკარგავთ. კორელაციას სიგრძესა და შინაარსს შორის მეორე უპირატესობა აქვს. ის უზრუნველყოფს, რომ ინფორმაციული შინაარსი ყოველთვის იგივე რჩება. ანუ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ერთიდაიგივე რაოდენობას დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მაგალითად, შეგვიძლია ვისარგებლოთ რამდენიმე გრძელი სიტყვით. მაგრამ შეგვიძლია ასევე ვისარგებლოთ ბევრი მოკლე სიტყვით. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ: ინფორმაციული შინაარსი იგივე რჩება. ამის გამო ჩვენს მეტყველებას თანამიმდევრული რიტმი აქვს. ეს მსმენელებს ჩვენს მოსმენას უადვილებს. ინფორმაციის მოცულობა რომ ყოველთვის იცვლებოდეს, ეს ძნელი იქნებოდა. ჩვენი მსმენელები ჩვენი მეტყველების მიმართ კარგ ადაპტაციას ვერ მოახდენდნენ. ამის გამო გაგება უფრო ძნელი იქნებოდა. ვისაც სურს, რომ მისი ნათქვამის კარგად გაგების შანსი საუკეთესო იყოს, მოკლე სიტყვები უნდა გამოიყენოს. რადგან მოკლე სიტყვები უკეთ ესმით, ვიდრე გრძელი. ამიტომ, პრინციპი ასეთია: გამოიყენეთ მოკლე და მარტივი სიტყვები! Keep it short and simple! მოკლედ: KISS!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ჩვენი წინაპრების ენა
    თანამედროვე ენები შეიძლება გაანალიზდეს ლინგვისტების მიერ. ამის გასაკეთებლად უამრავი მეთოდი არსებობს. მაგრამ როგორ ლაპარაკობდა ხალხი ათასწლეულების წინ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრად უფრო ძნელია. ამის მიუხედავად, მეცნიერები წლების განმავლობაში აგრძელებდნენ კვლევას. მათ სურთ იმის გამოკვლევა, თუ როგორ ლაპარაკობდა ხალხი ძველად. ამისათვის ისინი ცდილობენ უძველესი სამეტყველო ფორმების რეკონსტრუქციას. ამერიკელმა მეცნიერებმა უაღრესად საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ 2,000-ზე მეტი ენა გააანალიზეს. კერძოდ, მათ გააანალიზეს წინადადებების სტრუქტურა ენებში. მათი კვლევის შედეგები ძალიან საინტერესო იყო. ენების ნახევარზე მეტს ჰქონდა S-O-V წინადადებების სტრუქტურა. ანუ, წინადადებების თანამიმდევრობა ასეთია: ქვემდებარე, დამატება და ზმნა. 700 ენაზე მეტი S-V-O მოდელს შეესაბამება. ხოლო დაახლოებით 160 ენა შეესაბამება V-S-O მოდელს. მხოლოდ დაახლოებით 40 ენა იყენებს V-O-S მოდელს. 120 ენა ავლენს ჰიბრიდულ თვისებას. მეორეს მხრივ, O-V-S და O-S-V აშკარად იშვიათი სისტემებია. გაანალიზებული ენების უმრავლესობა S-O-V პრინციპს იყენებს. ამის მაგალითებია სპარსული, იაპონური და თურქული. თუმცა, ცოცხალი ენების უმრავლესობა S-V-O მოდელს შეესაბამება. დღეს წინადადების ეს სტრუქტურა ინდო-ევროპული ენების ოჯახში დომინირებს. მკვლევარების აზრით, ადრე გამოიყენებოდა S-O-V მოდელი. ამ სისტემას ემყარება ყველა ენა. მაგრამ შემდეგ ენები ერთმანეთს დაშორდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ როგორ მოხდა ეს. თუმცა, წინადადების სტრუქტურების ცვლილებას რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა. რადგან ევოლუციის პროცესში უპირატესობა ენიჭება მას, რომელსაც უპირატესობა აქვს...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    გრძნობები ასევე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ!
    მთელ მსოფლიოში ბევრ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ადამიანის უნივერსალური ენა არ არსებობს. მაგრამ როგორ ხდება ჩვენი სახის გამომეტყველების შემთხვევაში? არის თუ არა ემოციების ენა უნივერსალური? არა, მაგრამ აქაც არსებობს განსხვავებები! დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ გრძნობებს ყველა ადამიანი ერთნაირად გამოხატავდა. ითვლებოდა, რომ სახის გამომეტყველებების ენა ყველასთვის ერთნაირად გასაგები იყო. ჩარლზ დარვინი ფიქრობდა, რომ გრძნობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის. ამიტომ ისინი ყველა კულტურებში ერთნაირად გასაგები უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახალი კვლევების შედეგები სხვანაირია. ისინი უჩვენებს, რომ გრძნობების ენაში ასევე არსებობს განსხვავებები. ანუ, ჩვენი სახის გამომეტყველებებზე გავლენას ახდენს ჩვენი კულტურა. ამიტომ ადამიანები მთელ მსოფლიოში სხვანაირად გამოხატავენ გრძნობებს და სხვანაირად აკეთებენ მათ ინტერპრეტაციას. მეცნიერები გამოყოფენ ექვს პირველად ემოციას. ეს ემოციებია: სიხარული, სევდა, ბრაზი, ზიზღი, შიში და გაკვირვება. მაგრამ ევროპელებს აზიელებისგან განსხვავებული სახის გამომეტყველებები აქვთ. და ისინი სახის ერთნაირ გამომეტყველებაზე სხვადასხვა ემოციას კითხულობენ. ეს განსხვავებული ექსპერიმენტებით დასტურდება. ამ ექსპერიმენტებში მონაწილეებს სახეებს უჩვენებდნენ კომპიუტერში. მონაწილეებს უნდა აღეწერათ ის, რაც ამ სახეებზე ამოიკითხეს. არის ბევრი მიზეზი, რის გამოც შედეგები განსხვავებული იყო. გრძნობებს მეტად გამოხატავენ ზოგიერთ კულტურებში სხვა კულტურებთან შედარებით. ამიტომ სახის გამომეტყველებების ინტენსიურობა ყველგან ერთნაირად არ ესმით. ასევე, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ყურადღებას განსხვავებულად ამახვილებენ. აზიელები სახის გამომეტყველების კითხვისას ყურადღებას თვალებზე ამახვილებენ. მეორეს მხრივ, ევროპელები და ამერიკელები უყურებენ ტუჩებს. თუმცა სახის ერთი გამომეტყველება ყველა კულტურაში ერთნაირად ესმით... ეს მშვენიერი ღიმილია!
     
    وضعیت
    موضوع بسته شده است.
    بالا