▓▓ მეწარმე ქართველი ▓▓

وضعیت
موضوع بسته شده است.

☾♔TALAYEH_A♔☽

کاربر نگاه دانلود
کاربر نگاه دانلود
عضویت
2017/05/18
ارسالی ها
35,488
امتیاز واکنش
104,218
امتیاز
1,376
ცხოველების ენა
როდესაც გვინდა საკუთარი თავი გამოვხატოთ, ჩვენს მეტყველებას ვიყენებთ. ცხოველებს ასევე აქვთ საკუთარი ენა. ისინი ამ ენას ზუსტად ისე იყენებენ, როგორც ადამიანები. ანუ ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან ინფორმაციის გაცვლის მიზნით. ძირითადად ყველა სახეობის ცხოველს განსაკუთრებული ენა აქვს. ერთმანეთთან ტერმიტებიც კი ურთიერთობენ. საფრთხის დროს ისინი სხეულით მიწაზე ეხეთქებიან. ეს მათთვის ერთმანეთის გაფრთხილების საშუალებაა. სხვა სახეობის ცხოველები მტერთან მიახლოებისას უსტვენენ. ფუტკრები ერთმანეთს ცეკვის საშუალებით ესაუბრებიან. ამ გზით ისინი უჩვენებენ სხვა ფუტკრებს, თუ სად არის საკვები. ვეშაპები გამოსცემენ ბგერებს, რომლებიც 5,000 კილომეტრის დაშორებით ისმის. ისინი ერთმანეთთან განსაკუთრებული სიმღერების საშუალებით ურთიერთობენ. სპილოები ასევე უგზავნიან ერთმანეთს სხვადასხვა სახის აკუსტიკურ სიგნალებს. მაგრამ ადამიანებს ისინი არ ესმით. ცხოველთა ენების უმრავლესობა ძალიან რთულია. ისინი სხვადასხვა ნიშნების კომბინაციისგან შედგება. გამოიყენება აკუსტიკური, ქიმიური და ოპტიკური სიგნალები. გარდა ამისა, ცხოველები სხვადასხვა სახის ჟესტებს იყენებენ. დღესდღეობით ადამიანს შესწავლილი აქვს საყვარელი შინაური ცხოველების ენა. მათ იციან, თუ როდის არის ძაღლი კმაყოფილი. და შეუძლიათ მიხვდნენ, თუ როდის უნდა კატას მარტო დარჩენა. თუმცა, კატების და ძაღლების ენა ძალიან განსხვავებულია. ბევრი სიგნალი ერთმანეთის სრულიად საპირისპიროც კია. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ამ ორ ცხოველს უბრალოდ არ უყვარდა ერთმანეთი. მაგრამ მათ ერთმანეთის არასწორად ესმით. ეს იწვევს პრობლემებს ძაღლებსა და კატებს შორის. ასე რომ, ცხოველებიც კი ჩხუბობენ გაუგებრობების გამო...
 
  • پیشنهادات
  • ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    უნივერსალური ენა ინგლისური
    ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა მსოფლიოში. მაგრამ მანდარინი, ანუ უმაღლესი ჩინური, ყველაზე მეტი ადამიანის მშობლიურიენაა. ინგლისური "მხოლოდ" 350 მილიონი ადამიანის მშობლიური ენაა. მიუხედავად ამისა, ინგლისურს უდიდესი გავლენა აქვს სხვა ენებზე. მე-20 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზია აშშ-ს სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ინგლისური პირველი უცხო ენაა, რომელიც ბევრი ქვეყნის სკოლებში ისწავლება. საერთაშორისო ორგანიზაციები ინგლისურს ოფიციალურ ენად იყენებენ. ინგლისური ასევე ბევრი ქვეყნის ოფიციალური ენა ან სალაპარაკო ენაა. თუმცა შესაძლებელია, რომ მალე ეს ფუნქციები სხვა ენებმა აიღონ. ინგლისური ეკუთვნის დასავლეთ გერმანიკულ ენებს. ამიტომ ის ახლოს დგას, მაგალითად, გერმანულთან. მაგრამ ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ბოლო 1,000 წლის განმავლობაში. ადრე ინგლისური ფლექტიური ენა იყო. გრამატიკული ფუნქციის მქონე დაბოლოებების უმრავლესობა გაქრა. ამიტომ ინგლისური შეიძლება იზოლირებულ ენებს მივაკუთვნოთ. ამ ტიპის ენა ჩინურს უფრო გავს, ვიდრე გერმანულს. მომავალში ინგლისური ენა კიდევ უფრო გამარტივდება. დიდი ალბათობით, არაწესიერი ზმნები გაქრება. ინგლისური სხვა ინდო-ევროპულ ენებთან შედარებით მარტივი ენაა. მაგრამ ინგლისური ორთოგრაფია ძალიან ძნელია. ეს იმის ბრალია, რომ მართლწერა და გამოთქმა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ინგლისური ორთოგრაფია საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მაგრამ ძალიან შეიცვალა გამოთქმა. ამის შედეგად, დამწერლობა ისეთივეა, როგორიც 1400 წელს იყო. ასევე ბევრი წესიდან გადახრაა გამოთქმაში. მხოლოდ სიტყვების კომბინაციის ough6 სხვადასხვა ვარიანტი არსებობს! შეამოწმე შენი ცოდნა! - thorough, thought, through, rough, bough, cough.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სწრაფი ენები, ნელი ენები
    მსოფლიოში 6,000-ზე მეტი ენა არსებობს. მაგრამ ყველას ერთი და იგივე ფუნქცია აქვს. ისინი ინფორმაციის გაცვლაში გვეხმარებიან. ეს ყველა ენაში სხვადასხვა საშუალებით ხდება. რადგან ყველა ენა საკუთარი წესების მიხედვით "იქცევა". ასევე განსხვავდება ტემპი, რომლითაც ამა თუ იმ ენაზე ლაპარაკობენ. ლინგვისტებმა ეს სხვადასხვა სახის კვლევებით დაადასტურეს. ამ მიზნით მოკლე ტექსტები თარგმნილი იყო სხვადასხვა ენებზე. შემდეგ ეს ტექსტები ხმამაღლა წაიკითხეს მათ, ვისთვისაც ეს ენები მშობლიური ენები იყო. შედეგი ნათელი იყო. იაპონური და ესპანური ყველაზე სწრაფი ენებია. ამ ენებზე წამში დაახლოებით 8 მარცვალს წარმოთქვამენ. ჩინელები შედარებით ნელა ლაპარაკობენ. ისინი წამში მხოლოდ 5 მარცვალს წარმოთქვამენ. სისწრაფე დამოკიდებულია მარცვლების სირთულეზე. თუ მარცვლები რთულია, მათ წარმოთქმას მეტი დრო სჭირდება. მაგალითად, გერმანულში თითოეული მარცვალი 3 ბგერას შეიცავს. ამიტომ გერმანულ ენაზე შედარებით ნელა ლაპარაკობენ. თუმცა, სწრაფი ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ სათქმელი უფრო ბევრია. პირიქით! მარცვლები, რომლებიც სწრაფად წარმოითქმის, მცირე ინფორმაციას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები სწრაფად ლაპარაკობენ, ისინი შინაარსის მცირე მოცულობას გადასცემენ. მეორეს მხრივ, "ნელი" ჩინელები ცოტა სიტყვებით ბევრს ამბობენ. ინგლისური მარცვლები ასევე დიდი ოდენობის ინფორმაციას შეიცავს. საინტერესოა: შეფასებული ენები თითქმის ერთნაირად ეფექტიანია! ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც ნელა ლაპარაკობს, მეტს ამბობს. მას კი, ვინც სწრაფად ლაპარაკობს, მეტი სიტყვები სჭირდება. საბოლოოდ, საკუთარ მიზანს ყველა დაახლოებით ერთსა და იმავე დროში აღწევს.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ბასკური ენა
    ესპანეთში ოთხი აღიარებული ენაა. ეს ენებია ესპანური, კატალონური, გალიციური და ბასკური. ბასკური ენა ერთადერთია, რომელსაც არა აქვს რომანული ფესვები. ბასკურზე ესპანეთ-საფრანგეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე ლაპარაკობენ. ბასკურზე დაახლოებით 800,000 ადამიანი ლაპარაკობს. ბასკური უძველეს ენად ითვლება ევროპაში. მაგრამ ამ ენის წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამდენად, ბასკური დღეს ლინგვისტებისთვის გამოცანად რჩება. ბასკური ასევე ერთადერთი იზოლირებული ენაა ევროპაში. ანუ, ის გენეტიკურად არც ერთ სხვა ენას არ ენათესავება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ბასკი ხალხი ყოველთვის იზოლაციაში ცხოვრობდა მთებისა და სანაპიროების გამო. ამის გამო ენა გადარჩა ინდო-ევროპული ენების შემოჭრის შემდეგაც. ტერმინი ბასკი წარმოიშვა ლათინური vascones-გან. ბასკები საკუთარ თავს უწოდებენ Euskaldunak, ანუ ბასკურად მოლაპარაკეებს. ეს უჩვენებს, თუ რამდენად აიგივებენ თავს საკუთარ ენასთან, Euskara-სთან. ეუსკარა უპირატესად ზეპირად გადაეცემოდა თაობებს საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ წერილობითი წყაროები ცოტაა. ენა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სტანდარტიზებული. ბასკების უმრავლესობა ორ ან რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს. მაგრამ ისინი ასევე ინარჩუნებენ ბასკურ ენას. რადგან ბასკეთის რეგიონი ავტონომიური რეგიონია. ეს ხელს უწყობს ენის პოლიტიკის პროცესებს და კულტურულ პროგრამებს. ბავშვებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ბასკურ ან ესპანურ განათლებას შორის. არსებობს ასევე სხვადასხვა ტიპიურად ბასკური სახეობის სპორტი. ასე რომ, ბასკების კულტურას და ენას, როგორც ჩანს, აქვს მომავალი. სხვათა შორის, ერთი ბასკური სიტყვა მთელმა მსოფლიომ იცის. ეს არის "El Che"-ს გვარი - ... დიახ, სწორია, Guevara !
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    მალტური ენა
    ბევრი ევროპელი, ვისაც სურს საკუთარი ინგლისურის გაუმჯობესება, მალტაზე მიემგზავრება. რადგან ინგლისური ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების ოფიციალური ენაა. მალტა კი უამრავი ინგლისური სკოლით არის ცნობილი. მაგრამ ეს ქვეყანა ლინგვისტებისთვის ამის გამო არ არის საინტერესო. მათ მალტა სხვა მიზეზის გამო აინტერესებთ. მალტის რესპუბლიკას სხვა ოფიციალური ენა აქვს: მალტური ეს ენა არაბული დიალექტიდან წარმოიშვა. ამის გამო მალტური ერთადერთი სემიტური ენაა ევროპაში. თუმცა სინტაქსი და ფონოლოგია არაბული სინტაქსისა და ფონოლოგიისგან განსხვავდება. მალტური დამწერლობა ლათინურ ასოებს ემყარება. თუმცა ალფაბეტი რამდენიმე განსაკუთრებულ ნიშანსაც შეიცავს. ხოლო ასოები c და y მალტურში საერთოდ არ არის. ლექსიკონი მოიცავს ელემენტებს ბევრი განსხვავებული ენიდან. არაბულის გარდა, მალტურზე გავლენა მოახდინა იტალიურმა და ინგლისურმა. მაგრამ ენაზე გავლენა ასევე იქონიეს ფინიკიელებმა და კართაგენელებმა. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი მალტურს არაბულ კრეოლურ ენად თვლის. ისტორიის განმავლობაში მალტას სხვადასხვა სახელმწიფოები იპყრობდნენ. ყველა მათგანმა დატოვა თავისი კვალი კუნძულებზე მალტაზე, გოცოსა და კომინოზე. დიდი ხნის განმავლობაში, მალტური მხოლოდ ადგილობრივი დიალექტი იყო. მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა "ნამდვილი" მალტელების მშობლიურ ენად. თაობებს ისიც მხოლოდ ზეპირად გადაეცემოდა. ამ ენაზე წერა მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყეს. დღეს ამ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახლოებით 330,000-ია. მალტა ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან. ამის გამო მალტური ასევე ერთ-ერთი ოფიციალური ევროპული ენაა. მაგრამ მალტელებისთვის ეს ენა უბრალოდ მათი კულტურის ნაწილია. და მათთვის სასიამოვნოა, როდესაც უცხოელებს მალტურის სწავლა უნდათ. ენის სკოლები მალტაში ნამდვილად საკმარისი რაოდენობითაა...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ენა და მუსიკა
    მუსიკა მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა. დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხი წერს მუსიკას. და მუსიკა ყველა კულტურაში გასაგებია. ეს სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა. ამ კვლევაში დასავლურ მუსიკას ადამიანების იზოლირებულ ტომს ასმენინებდნენ. ამ აფრიკულ ტომს არავითარი შეხება არა აქვს თანამედროვე სამყაროსთან. მიუხედავად ამისა, მათ გამოიცნეს, თუ როდის ასმენინებდნენ მხიარულ სიმღერებს, და როდის - სევდიანს. ამის მიზეზი ჯერ გამოკვლეული არ არის. მაგრამ მუსიკა, როგორც ჩანს, არის ენა საზღვრებს გარეშე. და ჩვენ როგორღაც ვისწავლეთ მისი სწორი ინტერპრეტაცია. თუმცა, მუსიკას არ აქვს უპირატესობა ევოლუციური თვალსაზრისით. ის, რომ მისი გაგება ისედაც შეგვიძლია, დაკავშირებულია ჩვენს ენასთან. რადგან მუსიკა და ენა ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ისინი ტვინში ერთნაირად მუშავდება. ისინი ასევე ერთნაირად ფუნქციონირებენ. ორივე წარმოადგენს ტონების და ბგერების კომბინაციას გარკვეული წესების მიხედვით. მუსიკა ჩვილ ბავშვებსაც კი ესმით, მათ ეს მუცლად ყოფნის დროს ისწავლეს. მუცლად ყოფნის დროს ისინი დედის ენის მელოდიას ისმენენ. მას შემდეგ კი, რაც გარე სამყაროში აღმოჩნდებიან, მათ მუსიკის გაგება შეუძლიათ. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა ენების მელოდიას ბაძავს. ემოცია ასევე გამოხატულია ტემპის საშუალებით როგორც ენაში, ისე მუსიკაში. ასე რომ, ჩვენი ლინგვისტური ცოდნის გამოყენებით, გვესმის მუსიკის ემოცია. სამაგიეროდ, მუსიკალური ადამიანები ენებს ხშირად ადვილად სწავლობენ. ბევრი მუსიკოსი ენებს ისე იმახსოვრებს, როგორც მელოდიას. ამ დროს მათ უკეთ შეუძლიათ ენის დამახსოვრება. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნის იავნანას მთელ მსოფლიოში მსგავსი ჟღერადობა აქვს. ეს ადასტურებს, თუ რამდენად ინტერნაციონალურია მუსიკის ენა. და ის ალბათ ულამაზესია ყველა ენას შორის...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    გენების გავლენა ენაზე
    ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ, დამოკიდებულია ჩვენს წარმომავლობაზე. მაგრამ ჩვენს ენაზე ასევე პასუხისმგებელია ჩვენი გენები. ამ დასკვნამდე შოტლანდიელი მკვლევარები მივიდნენ. მათ გამოიკვლიეს, თუ როგორ განსხვავდება ინგლისური ჩინურისგან. კვლევისას მათ აღმოაჩინეს, რომ აქ როლს გენებიც თამაშობენ. რადგან გენები განსაზღვრავს ჩვენი ტვინის განვითარებას. ანუ ისინი ახდენენ ჩვენი ტვინის სტრუქტურების ფორმირებას. ამით არის განპირობებული ჩვენი ენების ათვისების უნარი. ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ორი გენის ვარიანტი. თუ გარკვეული ვარიანტი სუსტია, ვითარდება ტონალური ენა. ასე რომ, ტონალურ ენაზე ლაპარაკობს ხალხი, რომელსაც გენის ეს ვარიანტი არა აქვს. ტონალურ ენებში სიტყვების მნიშვნელობა განისაზღვრება ტონის სიმაღლით. მაგალითად, ტონალურ ენებში შედის ჩინური. თუმცა, თუ გენის ეს ვარიანტი დომინირებს, ვითარდება სხვა ენა. ინგლისური ტონალური ენა არ არის. ამ გენის ვარიანტები არ არის თანაბრად განაწილებული. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ისინი სხვადასხვა სიხშირით ვლინდება. მაგრამ ენები არსებობას აგრძელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თაობებს გადაეცემა. ამისათვის ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მათი მშობლების ენის იმიტაციის უნარი. ანუ მათ უნდა ჰქონდეთ ენის კარგად სწავლის უნარი. და მხოლოდ მაშინ მოხდება ენის თაობიდან თაობაზე გადაცემა. გენის უფრო ძველი ვარიანტი ხელს უწყობს ტონალური ენების განვითარებას. ასე რომ, ძველად ალბათ უფრო მეტი ტონალური ენა არსებობდა, ვიდრე დღეს არსებობს. მაგრამ გენეტიკურ კომპონენტებს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიეცეს. ისინი შეიძლება მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის წყარო იყოს ენების განვითარების ახსნისას. მაგრამ არ არსებობს ინგლისურის გენი, ან ჩინურის გენი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ენის სწავლა. ამისათვის გენები არ გჭირდებათ, ამისათვის მხოლოდ ცნობისმოყვარეობა დადისციპლინაა საჭირო!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ენების მომავალი
    ჩინურ ენაზე 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ამის გამო ჩინური ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენაა მსოფლიოში. და ეს ასე იქნება მომავალი მრავალი წლის განმავლობაში. ბევრი სხვა ენის მომავალს ასეთი დადებითი პერსპექტივა არა აქვს. რადგან ბევრი ადგილობრივი ენა მოკვდება. დღეს დაახლოებით 6,000 სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. მაგრამ ექსპერტების ვარაუდით მათგან უმრავლესობას არსებობის შეწყვეტა ემუქრება. ყველა ენის დაახლოებით 90% მოკვდება. მათგან უმრავლესობა ამ საუკუნეშივე შეწყვეტს არსებობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად თითო ენა დაიკარგება. მომავალში ასევე შეიცვლება ცალკეული ენების მნიშვნელობა . ინგლისური კვლავ მეორე ადგილზეა. თუმცა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც ენები მშობლიურია, მუდმივიარ რჩება. ამის მიზეზია დემოგრაფიული განვითარება. რამდენიმე ათწლეულში სხვა ენები იქნება დომინანტური. ჰინდი/ურდუ და არაბული მალე მე-2 და მე-3 ადგილებზე გადავა. ინგლისური მე-4 ადგილს დაიკავებს. გერმანული მთლიანად გაქრება ზედა ათეულიდან. სამაგიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ენების რიგში იქნება მალაიური. ბევრი ენა მოკვდება, მაგრამ ამავე დროს გაჩნდება ახალი ენები. ისინი ჰიბრიდული ენები იქნება. ამ ლინგვისტურ ჰიბრიდებზე უფრო მეტად ილაპარაკებენ ქალაქებში, ვიდრე სხვაგან. განვითარდება ასევე ენების სრულიად ახალი ვარიანტები. ასე რომ, მომავალში იქნება ინგლისური ენის სხვადასხვაგვარი ფორმები. ორენოვანი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება მთელ მსოფლიოში. როგორ ვილაპარაკებთ მომავალში, გაურკვეველია. მაგრამ 100 წელიწადშიც კი, ჯერ კიდევ იქნება სხვადასხვა ენები. ასე რომ, სწავლა ასე სწრაფად არ დასრულდება...
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    გამოსახულებების ენა
    გერმანული ანდაზა ამბობს: გამოსახულება ათას სიტყვაზე მეტს გვეუბნება. ეს ნიშნავს, რომ გამოსახულებებს ხშირად უკეთ იგებენ, ვიდრე ლაპარაკს. გამოსახულებებს ასევე უკეთ შეუძლიათ ემოციების გადმოცემა. ამის გამო რეკლამაში უამრავ გამოსახულებას იყენებენ. გამოსახულებები მეტყველებისგან განსხვავებულად ფუნქციონირებს. ისინი გვიჩვენებენ სხვადასხვა საგნებს ერთდროულად, და როგორც ერთობლიობას. ეს ნიშნავს, რომ მთელი გამოსახულება ერთიანად ახდენს გარკვეულ ეფექტს. რაც შეეხება მეტყველებას, გაცილებით მეტი სიტყვაა საჭირო. მაგრამ სურათები და მეტყველება თანაარსებობს. ჩვენ გვჭირდება მეტყველება სურათის აღსაწერად. ამის მსგავსად, ბევრი ტექსტის გაგება პირველად სურათების საშუალებით ხდება. კავშირს გამოსახულებებსა და ლაპარაკს შორის სწავლობენ ლინგვისტები. ეს საკითხი ასევე აჩენს კითხვას, არის თუ არა გამოსახულება სრულუფლებიანი ენა. თუ რაიმე მხოლოდ ფირზეა გადაღებული, შეგვიძლია გამოსახულებებს ვუყუროთ. მაგრამ ფილმის მესიჯი არ არის კონკრეტული. თუ გამოსახულების მიზანია მეტყველების ფუნქციის შესრულება, ის კონკრეტული უნდა იყოს. რაც უფრო ნაკლებს გამოხატავს გამოსახულება, მით უფრო მკაფიოა მისი მესიჯი. ამის კარგი მაგალითია პიქტოგრამები. პიქტოგრამები სურათებით გამოხატული მარტივი და მკაფიო სიმბოლოებია. ისინი ანაცვლებენ ვერბალურ ენას, და ამდენად, წარმოადგენენ ვიზუალური კომუნიკაციის ფორმას. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია პიქტოგრამა "მოწევა აკრძალულია". მასზე გამოხატულია ხაზგადასმული სიგარეტი. გამოსახულებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალიზაციის გამო. მაგრამ გამოსახულებების ენის სწავლაც ასევე დაგჭირდებათ. ეს ენა მთელ მსოფლიოში გასაგები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ასე ჰგონია. რადგან ჩვენი კულტურა ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გვესმის გამოსახულებები. ის, რასაც ვხედავთ, ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ადამიანი ხედავს არა სიგარეტებს, არამდე მხოლოდ მუქი ფერის ხაზებს.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სიცოცხლეს მხოლოდ ძლიერი სიტყვები აგრძელებენ!
    იშვიათად გამოყენებული სიტყვები უფრო ხშირად იცვლება, ვიდრე სიტყვები, რომლებიც ხშირად გამოიყენება. ეს შეიძლება ევოლუციის კანონით აიხსნას. საერთო გენები ნაკლებად იცვლებიან დროთა განმავლობაში. ისინი ფორმით უფრო სტაბილურები არიან. და როგორც ჩანს, სიტყვების შემთხვევაშიც ასეა! ინგლისური ზმნები შეფასდა კვლევაში. ამ კვლევაში ზმნის თანამედროვე ფორმები ძველ ფორმებს შედარდა. ინგლისურში ათი ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნა არაწესიერი ზმნებია. დანარჩენი ზმნების უმრავლესობა წესიერი ზმნებია. მაგრამ შუა საუკუნეებში ზმნების უმრავლესობა ჯერ კიდევ არაწესიერი ზმნები იყო. ამგვარად, არაწესიერი ზმნები, რომლებიც იშვიათად გამოიყენებოდა, წესიერზმნებად იქცა. 300 წელიწადში ინგლისურში არაწესიერი ზმნები თითქმის აღარ იარსებებს. სხვა კვლევები ასევე უჩვენებს, რომ ენების შერჩევა ხდება ისე, როგორც გენების. მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს ხშირად გამოყენებული სიტყვები სხვადასხვა ენებიდან. პროცესის მიმდინარეობისას მათ აირჩიეს მსგავსი სიტყვები, რომლებიც ერთიდაიგივეს გამოხატავს. ამის მაგალითია სიტყვები: water, Wasser, vatten. სიტყვებს აქვს ერთიდაიგივე ფუძე და ამიტომ ძალიან გავს ერთმანეთს. რადგან ისინი უმნიშვნელოვანესი/საბაზისო სიტყვებია, ისინი ყველა ენაში ხშირად იხმარება. ამ გზით ისინი ინარჩუნებს ფორმას - და დღემდე არ შეცვლილა. ნაკლებად მნიშვნელოვანი სიტყვები გაცილებით სწრაფად იცვლებიან. და სამაგიეროდ ხდება მათი სხვა სიტყვებით ჩანაცვლება. იშვიათად გამოყენებული სიტყვები ამ გზით ახდენს საკუთარი თავის დიფერენცირებას სხვადასხვა ენებში. თუ რატომ იცვლება იშვიათად გამოყენებული სიტყვები, გაურკვეველია. შესაძლებელია, ისინი ხშირად გამოიყენება არასწორად, ან არასწორად გამოითქმის. ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ მოლაპარაკეები მათ არ იცნობენ. მაგრამ შეიძლება უმნიშვნელოვანესი სიტყვები ყოველთვის ერთნაირი უნდა იყოს. რადგან მათი სწორად გაგება მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი. ხოლო სიტყვები იმისათვის არსებობს, რომ ისინი გასაგები იყოს...
     
    وضعیت
    موضوع بسته شده است.
    بالا