▓▓ მეწარმე ქართველი ▓▓

وضعیت
موضوع بسته شده است.

☾♔TALAYEH_A♔☽

کاربر نگاه دانلود
کاربر نگاه دانلود
عضویت
2017/05/18
ارسالی ها
35,488
امتیاز واکنش
104,218
امتیاز
1,376
სწავლა ძილში
დღეს უცხო ენები ზოგადი განათლების ნაწილია. ნეტავ მათი სწავლა ასეთი მოსაწყენი არ იყოს! კარგი ამბავი მათთვის, ვინც სირთულეებს აწყდება ენების შესწავლისას. ჩვენ ყველაზე ეფექტურად ძილში ვსწავლობთ! ამ დასკვნამდე უამრავი სამეცნიერო კვლევა მივიდა. და ჩვენ შეგვიძლია ამ დასკვნის გამოყენება ენების სწავლის დროს. ჩვენ დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ძილში ვამუშავებთ. ჩვენი ტვინი ახალ გამოცდილებებს აანალიზებს. ხდება ყველაფრის კიდევ ერთხელ გააზრება, რაშიც გამოცდილება მივიღეთ. და ჩვენს ტვინში ხდება ახლად ათვისებულის შინაარსის განმტკიცება. ყველაზე კარგად ხდება უშუალოდ ძილის წინ ნასწავლი საკითხების დამახსოვრება. ამდენად, შეიძლება სასარგებლო იყოს ძილის წინ მნიშვნელოვანი საკითხების გადახედვა. ძილის განსხვავებული ფაზა პასუხისმგებელია განსხვავებული შინაარსისშესასწავლ საკითხზე. სწრაფი ძილის ფაზა ხელს უწყობს ფსიქომოტორულ სწავლას. ამ კატეგორიას ეკუთვნის მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან სპორტი. ამის საპირისპიროდ, წმინდა ცოდნის მიღება ხდება ღრმა ძილში. სწორედ ღრმა ძილის დროს ხდება ყველაფრის გადამეორება, რაც ვისწავლეთ. ახალი სიტყვების და გრამატიკისაც კი! როდესაც ენებს ვსწავლობთ, ჩვენი გონება ძალიან ინტენსიურად უნდა მუშაობდეს. მან უნდა შეინახოს ახალი სიტყვები და წესები. ძილში ხდება ამ ყველაფრის თავიდან "მოსმენა". მკვლევარები ამას "განმეორებითი ჩვენების თეორიას" უწოდებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გეძინოთ. სხეულმა და გონებამ ძალები სათანადოდ უნდა აღიდგინოს. მხოლოდ მაშინ შეძლებს ტვინი ნაყოფიერად მუშაობას. შეგიძლიათ თქვათ: კარგი ძილი, კარგი შემეცნებითი ფუნქციონირება. როდესაც ვისვენებთ, ჩვენი ტვინი მაინც აქტიურია... ამიტომ: ძილი ნებისა! Gute Nacht, good night, buona notte, dobrou noc!
 
  • پیشنهادات
  • ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ლათინური, ცოცხალი ენა?
    დღეს ინგლისური ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსალური ენაა. მას ასწავლიან მთელ მსოფლიოში და ბევრ ქვეყანაში ის სახელმწიფო ენაა. ძველად ეს ფუნქცია ლათინურს ჰქონდა. ლათინურ ენაზე თავდაპირველად ლათინები ლაპარაკობდნენ. ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ ლათინუმში, რომლის ცენტრი იყო რომი. ლათინური ენა გავრცელდა რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად. ანტიკურ სამყაროში ლათინური უამრავი ხალხის მშობლიური ენა იყო. ეს ხალხები ცხოვრობდნენ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და შუა აღმოსავლეთში. თუმცა, სალაპარაკო ლათინური კლასიკური ლათინურისგან განსხვავდებოდა. ის იყო დიალექტი, და მას ვულგარული ლათინური ეწოდებოდა. რომანიზებულ რეგიონებში სხვადასხვა დიალექტები არსებობდა. შუა საუკუნეებში სახელმწიფო ენები დიალექტებიდან განვითარდა. ლათინურიდან წარმოშობილი ენები რომანული ენების ჯგუფს მიეკუთვნება. მათ შორისაა იტალიური, ესპანური და პორტუგალიური ენები. ფრანგულს და რუმინულს ასევე ლათინური საფუძველი აქვს. მაგრამ ლათინური ენა სინამდვილეში არ გამქრალა. ის მნიშვნელოვანი კომერციული ენა იყო მე-19 საუკუნემდე. და ის რჩებოდა განათლებული ადამიანების ენად. ლათინურს დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისთვის. ბევრი ტექნიკური ტერმინის ფუძე ლათინურია. გარდა ამისა, ლათინურს ჯერ კიდევ ასწავლიან სკოლებში, როგორც უცხო ენას. და უნივერსიტეტებიც ხშირად მოითხოვენ ლათინურის ცოდნას. ასე რომ, ლათინური არ მომკვდარა, მიუხედავად იმისა, რომ ის სალაპარაკო ენა აღარ არის. ბოლო წლებში ლათინური ენა უკან ბრუნდება. კვლავ მატულობს ლათინური ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი. ის ჯერ კიდევ ითვლება ბევრი ქვეყნის ენისა და კულტურის საფუძვლად. ასე რომ, გაბედეთ ლათინურის სწავლა! Audiles fortuna adiuvat, ბედი მამაცებს სწყალობს !
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ჟესტები, როგორც ენა
    ადამიანებმა ენები კომუნიკაციის მიზნით შექმნეს. საკუთარი ენა ყრუ-მუნჯებს და სმენადაქვეითებულებსაც კი აქვთ . ეს ჟესტების ენაა, ყველა სმენადაქვეითებული ადამიანის ძირითადი ენა. ეს ენა კომბინირებული სიმბოლოებისგან შედგება. რაც ამ ენას ვიზუალურ ენად, ანუ "ხილულად" ხდის. და ამიტომ ჟესტების ენა საერთაშორისო დონეზეა გასაგები? არა, ჟესტების ენაშიც კი არის განსხვავებული სახელმწიფო ენები. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ჟესტების ენა. და ეს ენა ამ ქვეყნის კულტურით არის განპირობებული. რადგან ენა ყოველთვის კულტურიდან მომდინარეობს. ეს ასევე ეხება იმ ენებს, რომლებიც სამეტყველო ენები არ არის. თუმცა, არსებობს საერთაშორისო ჟესტების ენა. მაგრამ მისი ჟესტები რამდენადმე უფრო რთულია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სახელმწიფოს ჟესტების ენები ერთმანეთსჰგავს. ბევრი ჟესტი გამომსახველობითია. ისინი ორიენტირებულია იმ საგნის ფორმაზე, რომელსაც წარმოადგენენ. ყველაზე ფართოდ გამოყენებული ჟესტების ენა ამერიკული ჟესტების ენაა. ჟესტების ენები აღიარებულია სრულუფლებიან ენებად. მათ აქვთ საკუთარი გრამატიკა. მაგრამ ეს გრამატიკა სამეტყველო ენების გრამატიკისგან განსხვავდება. ამის შედეგად, ჟესტების ენის სიტყვა-სიტყვით თარგმნა შეუძლებელია. თუმცა, არსებობენ ჟესტების ენის თარჯიმნები. ჟესტების ენით ხდება ინფორმაციის სინქრონულად გადაცემა. ეს ნიშნავს, რომ ჟესტი შეიძლება გამოხატავდეს მთელ წინადადებას. ჟესტების ენას ასევე აქვს დიალექტები. რეგიონულ თავისებურებებს საკუთარი ჟესტები აქვს. და ნებისმიერ ჟესტების ენას აქვს საკუთარი ინტონაცია. ეს ჟესტების ენასაც ეხება: ჩვენი აქცენტი ჩვენს წარმომავლობას ამჟღავნებს!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    კრეოლური ენები
    იცოდით, რომ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის ქვეყნებში გერმანულად ლაპარაკობენ? ეს ნამდვილად ასეა! პაპუა ახალი გვინეის და ავსტრალიის გარკვეულ ნაწილებში Unserdeutsch-ზე ლაპარაკობენ. ეს კრეოლური ენაა. კრეოლური ენები წარმოიშვა ენათაშორისი კონტაქტის საშუალებით. ეს ნიშნავს, რომ მრავალი სხვადასხვა ენა ხვდება ერთმანეთს. დღეისთვის კრეოლური ენების უმრავლესობა თითქმის გამქრალია. მაგრამ მსოფლიოში 15 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ლაპარაკობს კრეოლურ ენაზე. კრეოლური ენები ყოველთვის მშობლიური ენებია. პიჯინის ენების შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. პიჯინის ენები წარმოადგენს მეტყველების ძალზე გამარტივებულ ფორმას. ისინი გამოდგება მხოლოდ ბაზისური კომუნიკაციისთვის. კრეოლური ენების უმრავლესობა კოლონიურ პერიოდში წარმოიშვა. ამიტომ კრეოლური ენების საფუძველი ხშირად ევროპული ენებია. კრეოლური ენების დამახასიათებელი ნიშანია ლექსიკონის შეზღუდულობა. კრეოლურ ენებს ასევე საკუთრი ფონოლოგია აქვთ. კრეოლური ენების გრამატიკა ძალიან გამარტივებულია. ამ ენებზე მოლაპარაკეები რთულ წესებს უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ. თითოეული კრეოლური ენა ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამის შედეგად, არსებობს კრეოლურ ენებზე შექმნილი მრავალრიცხოვანი ლიტერატურა. კრეოლური ენები განსაკუთრებით საინტერესოა ლინგვისტებისთვის. რადგან ისინი გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდებიან, მოგვიანებით კი როგორ კვდებიან ენები. ასე რომ, ენის განვითარების შესწავლა კრეოლური ენების მაგალითზე შეიძლება. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ ენებს აქვს შეცვლის და ადაპტაციის უნარი. დისციპლინას, რომელიც სწავლობს კრეოლურ ენებს, ეწოდება კრეოლისტიკა ანკრეოლოგია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინადადება კრეოლურ ენაზე იამაიკიდან მოდის. ბობ მარლიმ მას მსოფლიოში გაუთქვა სახელი - იცით ეს წინადადება? ეს არის No woman, no cry! (= No woman, don't cry!)
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ქალები და მამაკაცები განსხვავებულად მეტყველებენ
    ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებულები არიან. მაგრამ იცოდით, რომ ისინი განსხვავებულად მეტყველებენ? ეს მრავალი კვლევით არის დადასტურებული. ქალები მამაკაცებისგან განსხვავებული სამეტყველო შაბლონებით სარგებლობენ. ისინი ხშირად იყენებენ არაპირდაპირ მეტყველებას და უფრო ფრთხილები არიან. მათგან განსხვავებით, მამაკაცების მეტყველება, ჩვეულებრივ, მკაფიო და პირდაპირია. თემები, რომლებზეც ისინი ლაპარაკობენ, ასევე განსხვავებულია. მამაკაცები უფრო მეტად ლაპარაკობენ ახალ ამბებზე, ეკონომიკაზე და სპორტზე. ქალებს ურჩევნიათ სოციალურ თემებზე, მაგ. ოჯახსა და ჯანმრთელობაზე ლაპარაკი. ე. ი. მამაკაცებს უყვართ ფაქტებზე ლაპარაკი. ქალებს კი ადამიანებზე ლაპარაკი ურჩევნიათ. აღსანიშნავია, რომ ქალები ცდილობენ მათი მეტყველება უფრო "სუსტი" იყოს. ე. ი. ისინი უფრო ფრთხილად და ზრდილობიანად ლაპარაკობენ. ქალები ასევე უფრო მეტ კითხვებს სვამენ. მეტად სავარაუდოა, რომ კითხვების დასმით მათ სურთ ჰარმონიის მიღწევა და კონფლიქტის თვიდან აცილება. გარდა ამისა, ქალებს უფრო ვრცელი ლექსიკონი აქვთ გრძნობების გამოხატვისთვის. მამაკაცებისთვის საუბარი ხშირად გარკვეული სახის შეჯიბრია. მათი ენა აშკარად უფრო გამომწვევი და აგრესიულია. ამავე დროს მამაკაცები გაცილებით ნაკლები რაოდენობით სიტყვებს იყენებენ დღის განმავლობაში ქალებთან შედარებით. ზოგიერთი მკვლევარი ამას მათი ტვინის "მოწყობას" უკავშირებს. რადგან ქალის და მამაკაცის ტვინი განსხვავებულია. ანუ მათი მეტყველების ცენტრები ასევე სხვადასხვანაირადაა სტრუქტურირებული. თუმცა, მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენს მეტყველებაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. ამ სფეროს მეცნიერული კვლევა დიდი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა. და მაინც, ქალების და მამაკაცების ენა სრულიად განსხვავებული არ არის. გაუგებრობები არ უნდა მოხდეს. წარმატებული კომუნიკაციის მრავალი სტრატეგია არსებობს. ამ სტრატეგიებიდან ყველაზე მარტივი ასეთია: უკეთ უსმინეთ!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    მედია და ენა
    ჩვენს ენაზე გავლენას ასევე ახდენს მედია. მედია აქ განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს. მთელი მედია-ენა წარმოიშვა ტექსტური შეტყობინებებიდან, ელექტრონული ფოსტიდან და ჩეთიდან. ეს მედია-ენა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. თუმცა, კონკრეტული მახასიათებლები ყველა მედია-ენაში არსებობს. გარდა ამისა, ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია სისწრაფე. მიუხედავად იმისა, რომ ვწერთ, ჩვენ ცოცხალი კომუნიკაციის წარმოება გვსურს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გაცვლა რაც შეიძლება სწრაფად გვსურს. და ჩვენ ვახდენთ რეალური საუბრის სიმულაციას. ამ გზით ჩვენმა ენამ ზეპირი მეტყველების ხასიათი შეიძინა. სიტყვები და წინადადებები ხშირად შემოკლებულია. გრამატიკის და პუნქტუაციის წესები ხშირად უგულებელყოფილია. ჩვენი მართლწერა უფრო თავისუფალია, და წინდებულები/თანდებულები ხშირადსაერთოდ არ იხმარება. გრძნობები მედია -ენაში იშვიათად გამოიხატება. აქ ე. წ. ემოციის გამომხატველი სიმბოლოების (სმაილიკების) გამოყენება გვირჩევნია. არსებობს სიმბოლოები, რომელიც გამოხატავენ იმას, რასაც ახლა ვგრძნობთ. არსებობს ასევე გარკვეული კოდები ტექსტური შეტყობინებების გაცვლისთვისდა ჩეთში საკომუნიკაციო სლენგი. ასე რომ, მედია ენა ძალიან შეზღუდული ენაა. მაგრამ მას ყველა (მომხმარებელი) ერთნაირად იყენებს. კვლევები უჩვენებს, რომ განათლებას და ინტელექტს მნიშვნელობა არა აქვს. ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვართ მედია-ენის გამოყენება. სწორედ ამიტომ კრიტიკოსები თვლიან, რომ ჩვენი ენა საფრთხეშია. მეცნიერება ამ მოვლენას ნაკლებ პესიმისტურად უყურებს. რადგან ბავშვებს შეუძლიათ გარჩევა, თუ როდის როგორ უნდა წერონ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალ მედია-ენას უპირატესობებიც კი აქვს. რადგან მას შეუძლია ბავშვების ენობრივი და შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა. და კიდევ: დღეს უფრო მეტი იწერება - არა წერილები, მაგრამ ი-მეილები. ჩვენ ეს გვახარებს!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სწავლა და ემოციები
    ჩვენ გვიხარია, როდესაც უცხო ენაზე ვურთიერთობთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თავით და ჩვენს მიერ სწავლაში მიღწეული წარმატებით. მეორეს მხრივ, თუ წარმატებას ვერ ვაღწევთ, წუხილი და იმედგაცრუება გვეუფლება. ასე რომ, სწავლას განსხვავებული გრძნობები უკავშირდება. ახალი კვლევებით საინტერესო შედეგები გამოვლინდა. ისინი უჩვენებს, რომ გრძნობები გარკვეულ როლს ასრულებენ სწავლის პროცესში. რადგან ჩვენი ემოციები გავლენას ახდენს ჩვენს წარმატებაზე სწავლაში. სწავლა ყოველთვის "პრობლემაა" ჩვენი ტვინისთვის. და მას ამ პრობლემის გადაჭრა უნდა. წარმატებით ჭრის ამ პრობლემას, თუ არა, ჩვენს ემოციებზეა დამოკიდებული. თუ გვჯერა, რომ პრობლემას გადავჭრით, ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. ეს ემოციური სტაბილურობა სწავლაში გვეხმარება. პოზიტიური აზროვნება ხელს უწყობს ჩვენს ინტელექტუალურ უნარებს. მეორეს მხრივ, სწავლა სტრესის ქვეშ არაეფექტურია. ეჭვი და წუხილი ხელს უშლის კარგი შედეგების მიღებას. ჩვენ განსაკუთრებით ცუდად ვსწავლობთ, როდესაც გვეშინია. ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინი კარგად ვერ ინახავს ახალ ინფორმაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწავლის დროს ყოველთვის მოტივირებულები ვიყოთ. ასე რომ, ემოციები გავლენას ახდენს სწავლაზე. მაგრამ სწავლა ასევე ახდენს გავლენას ჩვენს ემოციებზე! ფაქტებსაც და ემოციებსაც ტვინის ერთი და იგივე სტრუქტურები ამუშავებენ სწავლას შეუძლია სიხარული მოგიტანოთ, და ისინი, ვინც სიხარულს გრძნობენ, უკეთ სწავლობენ. რა თქმა უნდა, სწავლა ყოველთვის სახალისო არ არის; ის შეიძლება მოსაწყენიც იყოს. ამ მიზეზის გამო ყოველთვის პატარა მიზნები უნდა დავისახოთ. ამ გზით ჩვენს გონებას გადაძაბვისგან დავიცავთ. და გარანტირებული გვექნება, რომ შევძლებთ ჩვენი მოლოდინების განხორციელებას. ჩვენი წარმატება - ეს არის ჯილდო, რომელიც ისევ და ისევ გვიწევს მოტივაციას. ასე რომ: ისწავლეთ რაიმე, სწავლის პროცესში კი გაიღიმეთ!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სიტყვები და ლექსიკური მარაგი
    ყველა ენას საკუთარი ლექსიკური მარაგი აქვს. ის გარკვეული რაოდენობის სიტყვებისგან შედგება. სიტყვა დამოუკიდებელი ლინგვისტური ერთეულია. სიტყვებს ყოველთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვთ. ეს განასხვავებს მათ ბგერებისა და მარცვლებისგან. სიტყვების რაოდენობა ყველა ენაში განსხვავებულია. მაგალითად, ინგლისურში ბევრი სიტყვაა. ინგლისური მსოფლიო ჩემპიონადაც კია ცნობილი ლექსიკური მარაგის მხრივ. ინგლისურ ენაში დღეს სავარაუდოდ ერთ მილიონზე მეტი სიტყვაა. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში 600,000-ზე მეტი სიტყვაა. ჩინურში, ესპანურსა და რუსულში ბევრად ნაკლებია. ენის ლექსიკური მარაგი ასევე მის ისტორიაზეა დამოკიდებული. ინგლისურმა ბევრი სხვა ენის და კულტურის ზეგავლენა განიცადა. ამის შედეგად ინგლისურის ლექსიკური მარაგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ დღესაც კი, ინგლისურის ლექსიკური მარაგი აგრძელებს ზრდას. ექსპერტების ვარაუდით, მას ყოველდღიურად 15 ახალი სიტყვა ემატება. ეს სიტყვები ახალი მედიიდან უფრო წარმოიშვება, ვიდრე რაიმე სხვა წყაროდან. აქ სამეცნიერო ტერმინოლოგია არ ითვლება. რადგან მხოლოდ ქიმიური ტერმინოლოგია ათასობით სიტყვას მოიცავს. თითქმის ყველა ენაში გრძელი სიტყვები უფრო ნაკლებად იხმარება, ვიდრე მოკლე სიტყვები. და მოლაპარაკეთა უმრავლესობა სიტყვების მხოლოდ მცირე რაოდენობას იყენებს. ამ მიზეზით ვაკეთებთ არჩევანს აქტიურ და პასიურ ლექსიკურ მარაგს შორის. პასიური ლექსიკური მარაგი შეიცავს სიტყვებს, რომლები ჩვენთვის გასაგებია. მაგრამ მათ იშვიათად, ან საერთოდ არ ვიყენებთ. აქტიური ლექსიკური მარაგი შეიცავს სიტყვებს, რომლებსაც რეგულარულად ვიყენებთ. მარტივი საუბრების ან ტექსტებისთვის ცოტა სიტყვებია საკმარისი. ინგლისურში ამისათვის მხოლოდ 400 სიტყვა და 40 ზმნა დაგჭირდებათ. ასე რომ, ნუ ღელავთ, თუ თქვენი ლექსიკური მარაგი შეზღუდულია!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სწავლა ადრეულ ასაკში
    დღეს უცხო ენები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს ასევე ეხება პროფესიულ სფეროს. ამის შედეგად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ენებს სწავლობს. ბევრ მშობელს უნდა ასევე, რომ მათმა შვილებმა ენები ისწავლონ. ეს ყველაზე უკეთესია ადრეულ ასაკში. მსოფლიოში უკვე ბევრი საერთაშორისო დონის სკოლა არსებობს. საბავშვო ბაღები მრავალენოვანი სწავლებით ასევე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სწავლის ასე ადრე დაწყებას ბევრი უპირატესობა ააქვს. ეს ჩვენი ტვინის განვითარების გამო ხდება. ჩვენი ტვინი ენისთვის საჭირო სტრუქტურებს 4 წლის ასაკამდე აყალიბებს. ნეირონული ქსელები სწავლაში გვეხმარება. მოგვიანებით ცხოვრებაში ასეთივე ახალი სტრუქტურები აღარ ყალიბდება. უფრო მოზრდილ ბავშვებს და მოზრდილებს უფრო უჭირთ ენების სწავლა. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენი ტვინის ადრეულ განვითარებას. მოკლედ: რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ სწავლის ადრე დაწყებას. მათ ეშინიათ, რომ მულტილინგვალიზმი დათრგუნავს მცირეწლოვან ბავშვებს. გარდა ამისა, არსებობს შიში, რომ ისინი არც ერთ ენას სწორად არ ისწავლიან. თუმცა ეს ეჭვები სამეცნიერო თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. ლინგვისტების და ნეიროფსიქოლოგების უმრავლესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი. მათ მიერ ამ საკითხზე ჩატარებულ კვლევებს დადებითი შედეგები აქვს. ჩვეულებრივ, ბავშვები სიამოვნებით სწავლობენ ენებს. გარდა ამისა, თუ ბავშვები ენებს სწავლობენ, ისინი ასევე ფიქრობენ ამ ენების შესახებ. ამდენად, უცხო ენების სწავლით ისინი მშობლიურ ენასაც უკეთ იცნობენ. ბავშვობაში შესწავლილ ენებს მათთვის სარგებლობა მოაქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეიძლება, რეალურად უკეთესიც კი იყოს უფრო რთული ენებით დაწყება. რადგან ბავშვის გონება სწრაფად და ინტუიტურად ითვისებს. ის არ დაეძებს, hello, ciao -ს იმახსოვრებს, თუ n&꣡ih h&꣫u-ს!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სწავლა და სწავლის სხვადასხვა სტილი
    თუ ადამიანს მნიშვნელოვანი წარმატებები არა აქვს სწავლაში, ის შეიძლებაარასწორად სწავლობდეს. ე. ი. ის არ სწავლობს იმ მეთოდით, რომელიც მის "სტილს" შეესაბამება. არსებობს სწავლის ოთხი სტილი, რომლებიც საყოველთაოდ არის აღიარებული. სწავლის ეს ოთხი სხვადასხვა სტილი გრძნობათა ორგანოებს უკავშირდება. არსებობს სმენითი, ვიზუალური, კომუნიკაციური და მოტორული სწავლის სტილები. სმენითი ტიპები სწავლობენ ყველაზე უკეთ იმას, რაც ესმით. მაგალითად, მათ კარგად შეუძლიათ მელოდიების დამახსოვრება. სწავლისას ისინი თავისთავს უკითხავენ; ახალ სიტყვებს ისინი ხმამაღლა სწავლობენ. ეს ტიპი თავისთავს ხშირად ელაპარაკება . მას სწავლაში ეხმარება კომპაქტ-დისკები ან ლექციები. ვიზუალური ტიპი ყველაზე უკეთ სწავლობს იმას, რასაც ხედავს. მისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის წაკითხვა. სწავლის დროს ის უამრავ ჩანაწერს აკეთებს. მას ასევე უყვარს სურათებით, ცხრილებით და ფლეშ-ბარათებით სწავლა. ეს ტიპი ბევრს კითხულობს და ხშირად ოცნებობს ფერებში. ისინი ყველაზე კარგად სწავლობენ სასიამოვნო გარემოში. კომუნიკაციურ ტიპს ურჩევნია საუბრები და დისკუსიები. მათ სჭირდებათ სხვებთან ურთიერთობა, ან დიალოგი. ისინი სვამენ უამრავ კითხვას კლასში და კარგად სწავლობენ ჯგუფებში. მოტორული ტიპი სწავლობს მოძრაობის საშუალებით. მათ ურჩევნიათ მეთოდი "სწავლა კეთების საშუალებით" და უნდათ გამოსცადონ ყველაფერი. მათ მოსწონთ ფიზიკური აქტიურობა ან საღეჭი რეზინის ღეჭვა სწავლის დროს. მათ არ უყვართ თეორია, მაგრამ უყვართ ექსპერიმენტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძირითად შემთხვევებში თითქმის ყველა ტიპი წარმოადგენს ამ ტიპების ნარევს. არავინ არ არის სწავლის მხოლოდ ერთი ტიპის წარმომადგენელი. ამიტომაც ვსწავლობთ ყველაზე უკეთ მაშინ, როდესაც ჩვენს ყველა გრძნობისორგანოს ვიყენებთ. ამ დროს ჩვენი ტვინი აქტიურდება სხვადასხვა საშუალებით და კარგად ინახავს ახალ ინფორმაციას. წაიკითხეთ და განიხილეთ ლექსიკონი, მოუსმინეთ მას! შემდეგ კი დაიწყეთ სპორტული აქტივობა!
     
    وضعیت
    موضوع بسته شده است.
    بالا