▓▓ მეწარმე ქართველი ▓▓

وضعیت
موضوع بسته شده است.

☾♔TALAYEH_A♔☽

کاربر نگاه دانلود
کاربر نگاه دانلود
عضویت
2017/05/18
ارسالی ها
35,488
امتیاز واکنش
104,218
امتیاز
1,376
დედაენა? მამა ენა!
ვისგან ისწავლე მშობლიური ენა ბავშვობაში? რა თქმა უნდა იტყვი: დედისგან! ასე ფიქრობს ადამიანების უმრავლესობა მთელ მსოფლიოში. ტერმინი "დედაენა" არსებობს თითქმის ყველა ერში. ამ ტერმინს იცნობენ როგორც ინგლისელები, ისე ჩინელები. ალბათ იმიტომ, რომ დედები უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან. მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა განსხვავებული შედეგები გამოავლინა. ამ კვლევების მიხედვით ჩვენი ენა უმეტესად ჩვენი მამების ენაა. მკვლევარებმა გამოიკვლიეს შერეული ტომების გენეტიკური მასალა და ენები. ასეთ ტომებში მშობლები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან. ეს ტომები ათასობით წლის წინ წარმოიშვა. ამის მიზეზი იყო დიდი მიგრაციული აქტიურობა. ამ შერეული ტომების გენეტიკური მასალა გენეტიკურად გაანალიზდა. მერე კი მოხდა მისი შედარება ტომის ენასთან. ტომების უმრავლესობა მათი მამაკაცი წინაპრების ენაზე ლაპარაკობს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ენა Y ქრომოსომიდან მოდის. ასე რომ, მამაკაცებმა საკუთარი ენა თან მოიტანეს უცხო მიწებიდან. მერე კი იქ მცხოვრებმა ქალებმა მამაკაცების ახალი ენა აითვისეს. მაგრამ დღესაც კი, მამებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ ჩვენს ენაზე. რადგან სწავლის დროს პატარა ბავშვები თავიანთი მამების ენაზე არიან ორიენტირებულები. მამები თავიანთ შვილებს შედარებით ნაკლებად ელაპარაკებიან. ამასთანავე, მამაკაცის წინადადების სტრუქტურა უფრო მარტივია, ვიდრე ქალის. ამის გამო მამის ენა უფრო შეეფერება ბავშვებს. ის არ თრგუნავს ბავშვს და ამის გამო მისი სწავლა უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ ბავშვებს ურჩევნიათ "მამას" მიბაძონ ლაპარაკის დროს, და არა "დედას". მოგვიანებით ბავშვის ენას დედის ლექსიკონი აყალიბებს . ამ გზით დედები გავლენას ახდენენ ჩვენს ენაზე, ისევე როგორც მამები. ასე რომ, მას მშობლიური ენა უნდა ერქვას!
 
  • پیشنهادات
  • ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    რომანული ენები
    700 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს რომანულ ენაზე, როგორც მშობლიურზე. ასე რომ, რომანული ენების ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფად ითვლება მთელ მსოფლიოში. რომანული ენები ეკუთვნის ინდოევროპული ენების ჯგუფს. ყველა რომანული ენის სათავე ლათინურია. ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ენა რომის ენიდან მომდინარეობს. ყველა რომანული ენის საფუძველია ვულგარული ლათინური. რაც ნიშნავს ლათინურს, რომელზეც გვიან ანტიკურ ხანაში ლაპარაკობდნენ, ვულგარული ლათინური მთელ ევროპაში გავრცელდა რომაელების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ. საიდანაც შემდეგ წარმოიშვა რომანული ენები და მათი დიალექტები. თავად ლათინური იტალიური ენაა. სულ დაახლოებით 15 რომანული ენა არსებობს. ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია. ხშირად გაურკვეველია, დამოუკიდებელი ენები არსებობს, თუ მხოლოდ დიალექტები. რამდენიმე რომანული ენა წლების განმავლობაში მოკვდა. მაგრამ რომანული ენების საფუძველზე ასევე ჩამოყალიბდა ახალი ენები. ისინი კრეოლური ენებია. დღეს ესპანური ყველაზე ფართოდ გავრცელებული რომანული ენაა მთელ მსოფლიოში. ის მიეკუთვნება მსოფლიო ენებს, რომლებზეც 380 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. რომანული ენები ძალიან საინტერესოა მეცნიერებისთვის. რადგან ამ ლინგვისტური ჯგუფის ისტორია კარგად არის დოკუმენტირებული. ლათინური ან რომაული ტექსტები 2,500 წელია, რაც არსებობს. ლინგვისტები მათ ცალკეული ენების ევოლუციის შესაფასებლად იყენებენ. ამგვარად შეიძლება იმ წესების გამოკვლევა, რომლიდანაც ენა წარმოიშვება. ხოლო მიღებული შედეგების გადატანა სხვა ენებზეც შეიძლება. რომანული ენების გრამატიკას მსგავსი კონსტრუქცია აქვს. გარდა ამისა, ერთმანეთის მსგავსია ამ ენების ლექსიკონიც. თუ ადამიანი ერთ რომანულ ენაზე ლაპარაკობს, ის სხვა რომანულ ენასაც ადვილად ისწავლის. გმადლობთ, ლათინურო!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ენა და დამწერლობა
    ყოველი ენა ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის გამოიყენება. როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ გამოვხატავთ იმას, რასაც ვფიქრობთ და ვგრძნობთ. ამ დროს ჩვენი ენის წესებს ყოველთვის არ ვემორჩილებით. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს საკუთარ ენას, ჩვენს დიალექტს. წერილობითი ენის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. დამწერლობაში ჩვენი ენის ყველა წესი მჟღავნდება. დამწერლობა არის ის, რაც ენას ნამდვილ ენად ქცევის საშუალებას აძლევს. ის ენას ხილულს ხდის. დამწერლობის საშუალებით ხდება ათასობით წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის გადაცემა. სწორედ ამიტომ დამწერლობა ყოველი კარგად განვითარებული კულტურის საფუძველია. დამწერლობის პირველი ფორმა 5,000-ზე მეტი წლის წინ გამოიგონეს. ეს შუმერების სოლისებრი დამწერლობა იყო. მას თიხის ფილებზე კვეთდნენ. ეს სოლისებრი დამწერლობა სამასი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. დაახლოებით ამდენივე ხანი არსებობდა უძველესი ეგვიპტური იეროგლიფები. მას უამრავი მეცნიერის კვლევა მიეძღვნა. იეროგლიფები წარმოადგენს შედარებით რთულ დამწერლობის სისტემას. თუმცა ის ალბათ ძალიან მარტივი მიზეზით იყო გამოგონილი. იმდროინდელი ეგვიპტე უზარმაზარი სამეფო იყო მოსახლეობის დიდი რაოდენობით. ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური სისტემა ორგანიზებას საჭიროებდა. გადასახადები და ანგარიშების წარმოება ეფექტიან მართვას საჭიროებდა. ამისათვის უძველესმა ეგვიპტელებმა გრაფიკული სიმბოლოები შექმნეს. ალფაბეტური დამწერლობის სიტემები, მეორეს მხრივ , შუმერებიდან მომდინარეობს. დამწერლობის თითოეული სისტემა ძალიან ბევრს გვეუბნება იმ ხალხზე, რომელიც მას იყენებდა. გარდა ამისა, თითოეული ქვეყანა თავისი დამწერლობის საშუალებით საკუთარ თავისებურებებს ავლენს. სამწუხაროდ, ხელწერის ხელოვნებს თანდათან იკარგება. თანამედროვე ტექნოლოგიები მას თითქმის უსარგებლოდ აქცევს. ასე რომ: მარტო ლაპარაკი არ კმარა, გააგრძელეთ წერა!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    გერმანიკული ენები
    გერმანიკული ენები ინდო-ევროპული ენების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ლინგვისტური ჯგუფი ხასიათდება თავისი ფონოლოგიური თვისებებით. განსხვავებები ფონოლოგიაში ასხვავებს ამ ენებს სხვა ენებისგან. არსებობს დაახლოებით 15 გერმანიკული ენა. მთელ მსოფლიოში 500 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ამ ენებზე, როგორც მშობლიურზე. ცალკეული ენების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ძნელია. ხშირად გაურკვეველია, დამოუკიდებელი ენები არსებობს, თუ მხოლოდ დიალექტები. ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანიკული ენაა ინგლისური. ინგლისური 350 ადამიანის მშობლიური ენაა მთელ მსოფლიოში. ინგლისურის მომდევნო ენებია გერმანული და ჰოლანდიური. გერმანიკული ენები სხვადასხვა ჯგუფებად იყოფა. არსებობს ჩრდილო გერმანიკული, დასავლეთ გერმანიკული და აღმოსავლეთ გერმანიკული ენები. ჩრდილო გერმანიკული ენები სკანდინავიური ენებია. ინგლისური, გერმანული და ჰოლანდიური დასავლეთ გერმანიკული ენებია. აღმოსავლეთ გერმანიკული ენები ყველა მკვდარია. ამ ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგალითად, ძველი ინგლისური. კოლონიზაციამ გერმანიკული ენები მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ამის შედეგად, ჰოლანდიური ესმით კარიბის ზღვის აუზში და სამხრეთ აფრიკაში. ყველა გერმანიკული ენა ერთი ძირიდან არის წარმოქმნილი. იყო თუ არა ერთგვაროვანი ფუძეენა, გაურკვეველია. ამას გარდა, არსებობს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის ძველი გერმანიკული ტექსტები. რომანული ენებისგან განსხვავებით, წყაროები თითქმის არ არსებობს. ამის შედეგად გერმანიკული ენების კვლევა უფრო ძნელია. შედარებით ცოტაა ცნობილი ასევე გერმანიკული ხალხის, ტევტონების კულტურის შესახებ. ტევტონების ხალხი არ გაერთიანდა. ამის გამო არ იყო ერთიანი იდენტურობა. ამდენად, მეცნიერება იძულებულია დაეყრდნოს სხვა წყაროებს. ბერძნების და რომაელების გარეშე, ტევტონების შესახებ ცოტა რამ თუ გვეცოდინებოდა.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სასარგებლო მინიშნებები უცხო ენების შესწავლის შესახებ
    ახალი ენის შესწავლა ყოველთვის ძნელია. პუნქტუაცია, გრამატიკის წესები და ახალი სიტყვების სწავლა მკაცრ დისციპლინას მოითხოვს. თუმცა, არსებობს სხვადასხვა ხერხი სწავლის გასაადვილებლად! უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება. იყავით აღტაცებული ახალი ენით და ახალი გამოცდილების მიღებით! თეორიულად, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რით დაიწყებთ. ეძებეთ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა. გონივრული იქნება, თუ თავიდან მოსმენაზე და ლაპარაკზე გააკეთებთ კონცენტრირებას. შემდეგ დაიწყეთ წერა და კითხვა. აირჩიეთ სისტემა, რომელიც მისაღებია თქვენთვის და თქვენი ყოველდღიური რუტინისთვის. შეგიძლიათ ერთდროულად ისწავლოთ საპირისპირო ზედსართავი სახელები. ან შეგიძლიათ სანიშნები ახალი სიტყვებით გააკრათ მთელ ბინაში. შეგიძლიათ ისწავლოთ აუდიო ფაილების გამოყენება ვარჯიშის, ან მანქანაშიყოფნის დროს. თუ რომელიმე თემა განსაკუთრებით რთულია თქვენთვის, გაჩერდით. შეისვენეთ, ან გადადით სხვა თემის სწავლაზე! ამგვარად არ დაკარგავთ ახალი ენის შესწავლის სურვილს. კროსვორდების ამოხსნა ახალ ენაზე სახალისოა. ფილმები უცხო ენაზე ამრავალფეროვნებს სწავლის მეთოდებს. შეგიძლიათ ისწავლოთ უამრავი ქვეყნის და ხალხის შესახებ უცხოური გაზეთების კითხვით. ინტერნეტში არის უამრავი სავარჯიშო, რომლებიც გამოიყენება, როგორც წიგნებზე დამატება. და ეძებეთ მეგობრები, რომლებსაც ასევე სიამოვნებას ანიჭებს ენების სწავლა. არასოდეს ისწავლოთ ახალი შინაარსი დამოუკიდებლად, ისწავლეთ კონტექსტში! რეგულარულად გაიმეორეთ ხოლმე ყველაფერი! ასე თქვენი ტვინი უკეთესად დაიმახსოვრებს მასალას. ისინი, ვინც საკმარის თეორიას დაეუფლა, გამგზავრებისთვის უნდა მოემზადონ! ენის სწავლა არსად არის ისეთი შედეგიანი, როგორც იმ ადამიანებს შორის, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია. შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური თქვენი მოგზაურობის გამოცდილების აღსაწერად. ყველაზე მნიშვნელოვანია: არასოდეს დაანებოთ თავი!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    სლავური ენები
    სლავური ენები 300 მილიონი ადამიანის მშობლიური ენებია. სლავური ენები მიეკუთვნება ინდო-ევროპულ ენებს. არსებობს დაახლოებით 20 სლავური ენა. მათ შორის ყველაზე ცნობილია რუსული. 150 მილიონ ადამიანზე მეტი ლაპარაკობს ამ რუსულად, როგორც მშობლიურ ენაზე. რუსულს მოსდევს პოლონური და უკრაინული, თითოეულზე 50 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. ლინგვისტიკაში, სლავური ენები სხვადასხვა ჯგუფებად არის დაყოფილი. არსებობს დასავლეთ სლავური, აღმოსავლეთ სლავური და სამხრეთ სლავური ენები. დასავლეთ სლავური ენებია პოლონური, ჩეხური და სლოვაკური. რუსული, უკრაინული და ბელორუსული აღმოსავლეთ სლავური ენებია. სამხრეთ სლავური ენებია სერბული, ხორვატული და ბულგარული. ამ ენების გარდა, არსებობს მრავალი სხვა სლავური ენა. მაგრამ მათზე შედარებით მცირე რაოდენობის ხალხი ლაპარაკობს. სლავური ენები საერთო ფუძეენას ეკუთვნის. ცალკეული ენები მას შედარებით გვიან გამოეყო. ამდენად, ისინი უფრო ახალგაზრდა ენებია, ვიდრე გერმანიკული და რომანული ენები. სლავური ენების ლექსიკონის უდიდესი ნაწილი მსგავსია. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ენები ერთმანეთს შედარებით გვიან გამოეყო. მეცნიერული თვალსაზრისით, სლავური ენები კონსერვატიულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კვლავ შეიცავენ ბევრ ძველ სტრუქტურას. სხვა ინდო-ევროპულმა ენებმა ეს ძველი ფორმები დაკარგა. ამის გამო სლავური ენების კვლევა ძალიან საინტერესოა. მათი კვლევით შესაძლებელია დასკვნების გაკეთება უფრო ადრეული ენების შესახებ. ამ გზით მკვლევარები იმედოვნებენ მიაკვლიონ ინდო-ევროპულ ენებს. სლავური ენები ხასიათდება ცოტა ხმოვნებით. ამას გარდა, არის ბევრი ბგერა, რომლებიც სხვა ენებში არ გვხვდება. დასავლეთ ევროპელებს განსაკუთრებით ხშირად აქვთ პრობლემები გამოთქმასთან დაკავშირებით. ნუ შეწუხდებით - ყველაფერი კარგად იქნება! პოლონურად: Wszystko b&ꤑdzie dobrze!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    ენები და ანდაზები
    ანდაზები ყველა ენაში არსებობს. ამგვარად, ანდაზები ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ანდაზებში მჟღავნდება ქვეყნის ნორმები და ფასეულობები. მათი ფორმა ძირითადად ცნობილი და ფიქსირებულია, არამოდიფიცირებადი. ანდაზები ყოველთვის მოკლე და სხარტია. ანდაზებში ხშირად გამოიყენება მეტაფორები. ბევრ ანდაზას პოეტური კონსტრუქცია აქვს. ბევრი ანდაზა გვაწვდის რჩევას ან ქცევის წესებს. მაგრამ ზოგიერთ ანდაზაში ჩანს ასევე აშკარა კრიტიკა. ანდაზები ასევე ხშირად იყენებენ სტერეოტიპებს. ასე რომ, ისინი შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების ან ხალხის თითქოსდა ტიპიურ თვისებებზე. ანდაზებს დიდი ხნის ტრადიცია აქვს. არისტოტელემ შეაფასა ისინი, როგორც მოკლე ფილოსოფიური ნაწარმოებები. ანდაზა ორატორული ხელოვნების და ლიტერატურის მნიშვნელოვანი სტილისტურიიარაღია. მათი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ისინი ყოველთვის აქტუალურია. ლინგვისტიკაში არსებობს დისციპლინა, რომელიც მხოლოდ ანდაზებს სწავლობს. ბევრი ანდაზა მრავალ ენაში არსებობს. ამდენად, ისინი შეიძლება ლექსიკურად მსგავსები იყვნენ. ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეები ერთსა და იმავე სიტყვებს იყენებენ. Bellende Hunde bei&꣗en nicht, Perro que ladra no muerde. (DE-ES) სხვა ანდაზები სემანტიკურად არიან ერთნაირი. ე. ი. ერთიდაიგივე იდეა სხვა სიტყვებით არის გადმოცემული. Appeler un chat un chat, Dire pane al pane e vino al vino. (FR-IT) ასე რომ, ანდაზები გვეხმარება ჩავწვდეთ სხვა ხალხებს და კულტურებს. ყველაზე საინტერესოა ანდაზები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ისინი ადამიანის ცხოვრების "მთავარ" საკითხებს ეხება. ეს ანდაზები უნივერსალურ გამოცდილებას ეხება. ისინი გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთის მსგავსები ვართ - მიუხედავად იმისა, თუ რომელ ენაზე ვლაპარაკობთ.
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    შესვენება მნიშვნელოვანია სწავლაში წარმატების მისაღწევად
    ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს სწავლაში, ხშირად უნდა შეისვენოს! ამ დასკვნამდე ახალი სამეცნიერო კვლევები მივიდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს სწავლის ფაზები. ამ პროცესში განხორციელდა სხვადასხვა სახის სასწავლო გარემოს სიმულირება. ჩვენ ინფორმაციას ყველაზე კარგად მცირე ნაწილებად ვითვისებთ. ეს ნიშნავს, რომ ერთბაშად ძალიან ბევრი არ უნდა ვისწავლოთ. კურსის ცალკეულ თავებს შორის ყოველთვის უნდა შევისვენოთ. კერძოდ, ჩვენი წარმატება სწავლაში დამოკიდებულია ბიოქიმიურ პროცესებზე. ეს პროცესები ტვინში მიმდინარეობს. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ოპტიმალურ სასწავლო რიტმს. როდესაც რაიმე ახალს ვსწავლობთ, ჩვენი ტვინი გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები ზემოქმედებენ ჩვენი ტვინის უჯრედების აქტივობაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი სხვადასხვა კონკრეტული ფერმენტი. ისინი გამოიყოფა ახალი მასალის სწავლის დროს. მაგრამ ისინი ერთად არ გამოიყოფა. მათი გავლენა ვლინდება გარკვეული დროის შემდეგ. თუმცა, ჩვენ უკეთესად ვსწავლობთ, როდესაც ორივე ფერმენტი ერთდროულად არის ორგანიზმში. და ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც უფრო ხშირად ვისვენებთ. ასე რომ, გონივრულია, თუ ცალკეული სასწავლო ფაზების ხანგრძლივობა განსხვავებული იქნება. შესვენების ხანგრძლივობა ასევე უნდა ცვალებადობდეს. იდეალურია დასაწყისში გაკეთდეს ორი ათწუთიანი შესვენება. შემდეგ - ერთი ხუთწუთიანი შესვენება. შემდეგ უნდა შეისვენოთ 30 წუთით. შესვენებების დროს თქვენი ტვინი ახალ მასალას უკეთესად იმახსოვრებს. შესვენებების დროს სამუშაო ადგილი უნდა დატოვოთ. კარგი იქნება ასევე, თუ შესვენებების დროს იმოძრავებთ. ასე რომ, გაიარ-გამოიარეთ ხოლმე მეცადინეობებს შორის! და თავს ცუდად ნუ იგრძნობთ - თქვენ სწავლობთ შესვენებების დროს!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    დადებითი ენები, უარყოფითი ენები
    ადამიანების უმრავლესობა ან ოპტიმისტები არიან, ან პესიმისტები. ეს ენებთან დაკავშირებითაც ასეა! მეცნიერები განმეორებით აანალიზებენ ენების ლექსიკონს. ამ პროცესში ისინი განსაცვიფრებელ შედეგებს ღებულობენ. მაგალითად, ინგლისურში მეტი უარყოფითი სიტყვაა, ვიდრე დადებითი. უარყოფითი ემოციების გადმოსაცემი სიტყვების რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია. დასავლურ საზოგადოებაში, ლექსიკონი გავლენას ახდენს მოლაპარაკეებზე. იქ ადამიანები საკმაოდ ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ისინი ასევე ბევრ რამეს აკრიტიკებენ. ამიტომ ისინი იყენებენ ენას, რომელშიც მთლიანობაში ჭარბობს უარყოფითი ტონი. მაგრამ უარყოფითი სიტყვები საინტერესოა სხვა მიზეზის გამოც. ისინი შეიცავს მეტ ინფორმაციას, ვიდრე დადებითი ტერმინები. ამის მიზეზი ჩვენს ევოლუციაში უნდა იყოს. საფრთხის გამოცნობა ყველა ცოცხალი არსებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მათ სჭირდებათ სწრაფი რეაგირების მოხდენა რისკებზე. გარდა ამისა, მათ სურდათ სხვების გაფრთხილება საფრთხეების შესახებ. ამიტომ აუცილებელი იყო ინფორმაციის ძალიან სწრაფად გადაცემა. რაც შეიძლება მეტი უნდა თქმულიყო რაც შეიძლება ცოტა სიტყვებით. აღნიშნულის გარდა, უარყოფით ენას სხვა რეალური უპირატესობა არა აქვს. ეს ყველასთვის ადვილი წარმოსადგენია. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ უარყოფითად ლაპარაკობენ, ნამდვილად არ არიან პოპულარულები. უფრო მეტიც, უარყოფითი ენა მოქმედებს ჩვენს ემოციებზე. მეორეს მხრივ, დადებით ენას შეიძლება დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს. ადამიანებს, რომლებიც პოზიტიურები არიან, უფრო წარმატებული კარიერა აქვთ. ასე რომ, ჩვენი ენა მეტი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. რადგან ჩვენ ვირჩევთ, თუ რომელი ლექსიკონი გამოვიყენოთ. და ჩვენი ენის საშუალებით ვქმნით ჩვენს რეალობას. ასე რომ: ილაპარაკეთ დადებითად!
     

    ☾♔TALAYEH_A♔☽

    کاربر نگاه دانلود
    کاربر نگاه دانلود
    عضویت
    2017/05/18
    ارسالی ها
    35,488
    امتیاز واکنش
    104,218
    امتیاز
    1,376
    გრამატიკა თავიდან გვაცილებს ტყუილებს!
    ყველა ენას აქვს განსაკუთრებული თვისებები. მაგრამ ზოგიერთს ასევე აქვს მახასიათებლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში უნიკალურია. ამ ენებს შორის არის ტრიო. ტრიო არის ადგილობრივი ამერიკული ენა სამხრეთ ამერიკაში. ამ ენაზე დაახლოებით 2,000 ადამიანი ლაპარაკობს ბრაზილიასა და სურინამში. ტრიოს განსაკუთრებულობა მის გრამატიკაშია. რადგან ტრიო მასზე მოლაპარაკეებს ყოველთვის სიმართლის თქმას აიძულებს. ამის მიზეზია ე. წ. ფრუსტრაციული დაბოლოება. ტრიოში ეს დაბოლოება ზმნებს ემატება. ის მიუთითებს, თუ რამდენად მართალია წინადადება. მარტივი მაგალითი განმარტავს, თუ როგორ ხდება ეს რეალობაში. მაგალითად, ავიღოთ წინადადება ბავშვი სკოლაში წავიდა. ტრიოში მოლაპარაკემ ზმნას კონკრეტული დაბოლოება უნდა დაამატოს. ამ დაბოლოების საშუალებით ის შეძლებს გადმოსცეს, ნახა თუ არა ბავშვი თვითონ. მაგრამ მას ასევე შეუძლია გამოხატოს, რომ მან ეს გაიგო მხოლოდ სხვებთან ლაპარაკის შემდეგ. ან ის ამბობს დაბოლოების საშუალებით, რომ მან იცის, რომ ეს ტყუილია. ასე რომ, მოლაპარაკე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმას, რასაც ლაპარაკობს. ე. ი. მან უნდა გადმოსცეს ლაპარაკისას, თუ რამდენად მართალია მისი ნათქვამი. ამგვარად ის ვერაფერს შეინახავს საიდუმლოდ და ვერაფერს შეალამაზებს. თუ ტრიოზე მოლაპარაკე დაბოლოებას ღიად დატოვებს, ის მატყუარად ითვლება. სურინამში ოფიციალური ენა ჰოლანდიურია. ჰოლანდიურიდან ტრიოზე თარგმნა ხშირად პრობლემურია. რადგან ენების უმრავლესობა გაცილებით ნაკლებად ზუსტია. ისინი აძლევენ მოლაპარაკეს ბუნდოვნად ლაპარაკის საშუალებას. ამდენად, თარჯიმნები ყოველთვის არ ეკიდებიან პასუხისმგებლობით იმას, რასაც თარგმნისას ლაპარაკობენ. ამის გამო ტრიოზე მოლაპარაკეებთან ურთიერთობა ძნელია. ფრუსტრაციული დაბოლოებები სხვა ენებისთვისაც სასარგებლო ხომ არ იქნებოდა? არა მარტო პოლიტიკის ენაში...
     
    وضعیت
    موضوع بسته شده است.
    بالا